среда, 14 марта 2012 г.

ყველას მოგესალმებით, სულ მალე მიწასთან მუშაობა დაიწყება. მართალია ზამთარი ძალიან გაიწელა და ეს საკითხი ალბათ ყველას გაღელვებთ. თუმცა მკაცრი ზამთარი ყოველთვის კარგი მოსავლის წინამორბედია და მეც თქვენთან ერთად კარგ მოსავალს ველოდები :)
ერთის მხრივ ნიადაგი მეტი წყლის აღებას შეძლებს, დიდხანს გაჰყვება და მცენარე  დარბილებულ ნიადაგში ფესვთა სისტემა უკეთ განავითარებს - რათქმაუნდა სწორი მეთოდების გამოყენების შემთხვევაში - ხოლო მეორეს მხრივ ძლიერი ყინვა მავნებლების კარგი პროფილაქტიკაა. 


წელს ვეცდები მეტი დავწერო ბიოლოგიურ სოფლის მეურნეობაზე და პერმაკულტურის მეთოდებზე - რომელიც ერთადერთი გამოსავალია იმ ჩიხიდან სადაც სოფლის მეურნეობა და ეკოლოგია იმყოფება, არამარტო საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში. როგორ შევძლოთ მიწასთან ურთიერთობა ისე, რომ ყოველი ბაღში გასვლა ზეიმი იყოს და მინიმალური - სასიამოვნო შრომით მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს მოსავლისა და შემოსავლის ზრდის სახით. ეს იმდენად საინტერესო და აზარტულია, რამდენადაც სასარგებლო როგორც ადამიანის სხეულისთვის ასევე მისი ამაღლებული განწყობისათვის. ბევრისგან მსმენია, რომ ბაღში იძულებით მიდის, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვს. თუმცა თავს არიდებს ახალი გზებისა და მეთოდების ძიებას და წლიდან წლამდე ერთი და იგივე ქმედებით ერთ ადგილს ტკეპნის და იმისი დრო არ აქვს, რომ წიგნი წაიკითხოს ან წარმატებულ მეურნეს ჰკითხოს და სწორი გზით წავიდეს. მაგალითად რა უფრო უკეთესია? - 1000 ძირი პომიდორი დარგო და თითო ძირზე 4 კილოგრამი აიღო თუ 400 ძირი დარგო და თითო ძირზე 8-10 კგ. აიღო? მეორე შემთხვევაში ხომ ფინანსური და შრომითი დანახარჯი გაცილებით უფრო ნაკლებია, და შესაბამისად მოგება მეტი.
იმის ნაცვლათ რომ ბევრი ვიმუშაოთ ფიზიკურად, მე გთავაზობთ სწორად დავგეგმოთ ცოტა გონება დავძაბოთ და საუკეთესო გამოსავალი მოვძებნოთ არსებული  სიტუაციიდან. დამიჯერეთ ეს გაცილებით იოლი და სასიამოვნოა. მე აქ შევეცდები დავწერო ის მეთოდები და რჩევები რაც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა ამ ყველაფრის ბარაქად ქცევა თქვენს გამბედაობაზეა დამოკიდებული რადგან ახალი ცოდნის გამოყენებას და ახალი გზით სვლას ყოველთვის გამბედაობა სჭირდება. თქვენთვითონ დააკვირდით წარმატებული მეურნე აუცილებლად რაღაცას განსხვავებულად აკეთებს და ამის არ ეშინია.

P.S. შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები და შევეცდები გიპასუხოთ,  აბა დროებით :)

1 комментарий:

  1. კითხვები იმდენი მაქვს ბატონო ლევან, რომ CNN-ის ჟურნალისტს შეშურდება :)მულჩირების მეთოდი მომეწონა ძალიან, მორწყვა ცოტა ჭირს ჩემსკენ და მისწრებაა პირდაპირ.

    ОтветитьУдалить