воскресенье, 13 марта 2011 г.

მულჩირება


რა არის მულჩა?

მულჩა არის ნიადაგის საფარი რომელიც შეიძლება გავაკეთოთ ნებისმიერი ორგანული ნარჩენისგან: ნამჯა, თივა, თხილის ნაჭუჭი, მზესუმზირის ნარჩევი, წიპწა და ა.შ.

სწორად გაკეთებული მულჩა უნდა იყოს 10 სმ. სისქის საფარი, დაახლოებით ისე როგორც ამას აკეთებს ტყეში ჩამოცვენილი ფოთოლი. ალბათ ყველას გინახავთ რომ ამ ფოთლების ქვეშ ყოველთვის ტენია,ამიტომ ტყეს გვალვის არ ეშინია.

მულჩირებას ბევრი დადებითი თვისება აქვს - რწყვა აღარაა საჭირო. მე მაგალითად პომიდორი მოვრწყე სეზონზე სამჯერ, ისიც მაშინ როდესაც ნამჯის ქვეშ მომეჩვენა რომ საკმარისი ტენი არ იყო. სარეველის პრობლემა საერთოდ არ მქონდა, არ გამითოხნია. J ასევე წვიმის შემდეგ ქერქს მიწა არ იკეთებს, ამიტომ თოხიც აღარაა საჭირო. გარდა ამისა მცენარეს მიწასთან არ აქვს კონტაქტი და ჭრაქი და ნაცარიც აღარ უჩნდება.










პომიდორი მულჩით და მულჩის გარეშე. ერთდროუად დარგული ერთი ჩითილი ერთ მიწაზე.

ორივე შემთხვევაში გამოყენებულია თხევადი ორგანული სასუქი ”ორგანიკა-1”


1 комментарий:

  1. რამდენიმე კითხვა მაქვს მულჩირებასთან დაკავშირებით და სად შეიძლება რომ პასუხები მივიღო?

    ОтветитьУдалить