четверг, 29 сентября 2011 г.

ეს ჯილდო მიიღო სასუქმა "ორგანიკა"-მ


ეს ჯილდო -International Quality Crown მიიღო სასუქმა "ორგანიკა"-მ , ნომინაციაში- საუკეთესო ბიო გამოგონება.
თასის გადმოცემა მოხდება ლონდონში 27-28 ნოემბერს საერთაშორისო ხარისხის კონვენციაზე.
ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები 74 ქვეყნიდან.



Meждународная Конвенция International Quality Crown состоится в Лондоне, 26 и 27 ноября, 2011. Вручение Международного Приза International Quality Crown в Лондоне 2011 пройдет во всемирно известном отеле Hotel Guoman Tower.

В Конгрессе примут участие компании из 74 стран, которым будет вручен Международный Приз International Quality Crown. Базой для данного Международного Приза служат критерии модели качества QC100, используемой в более чем 100 странах мира. 17 печатных изданий оказывают рекламную поддержку во время проведения мероприятия.

Руководители компаний-участников предстанут перед международной аудиторией и примут участие в конференциях об использовании модели Качества для достижения успеха и благосостояния.

среда, 31 августа 2011 г.

ჩვენი მეგობრის, ვალერი ბაღაშვილის წერილი- ფონდი ”ტასო”




მეგობრებო.
ეს სურათები გადავიღე წინწყაროში.
როგორც ამ ხეივნის მეპატრონე მალხაზმა მიამბო ის შეწამლას არ აკლებდა ვაზებს მაგრამ მაინც გაფუჭდა, გადარჩა რამდენიმე მტევანი რადგან გვერდით მეზობელი იყენებდა ორგანიკას პამიდორზე და თავისი ღობიდან ასხავდა ვაზებს სადამდეც წვდებოდა.
შედეგი ნათლად ჩანს სურათბზე.

პატივისცემით.
ვალერი.

суббота, 9 июля 2011 г.

ბიოენერგია



ტელ.: 265-53-31, მობ.: 599-15-27-05 ელ- ფოსტა info@bioenergy,ge


ძალიან საინტერესო პროექტებია
ეწვიეთ ვებ გვერდს  http://bioenergy.ge

воскресенье, 26 июня 2011 г.

воскресенье, 19 июня 2011 г.

среда, 1 июня 2011 г.

ორგანიკას შედეგი, წერილი კმაყოფილი ფერმერისგან


გამარჯობა ლევან.

ეს არის ხორბლის ყანა სადაც დავასხი ორგანიკა. სურათებზე კარგად ჩანს ხორბლის თავთავის სიგრძე, ვნახოთ რას მივიღებთ საბოლოოდ.
იმ ხორბალთან სადაც არ დავასხი ვერ მივედი, რადგან წვიმა იყო და იქ ძაან ცუდი გზაა, მაგრამ როგორც ამბობენ ორგანიკით დამუშავებული ბევრად უკეთსია.

პატივისცემით

ვალერი ბაღაშვილი

воскресенье, 29 мая 2011 г.

კარტოფილი მულჩაში



საინტერესოა, რომ კოლორადოს ხოჭო თითქმის არაა ნამჯის ქვეშ დათესილ კარტოფილში და ბევრია იმ მცენარეებზე რომლებიც შედარებით სუსტადაა განვითარებული. სუსტი მცენარეებია იქ სადაც არ გამომიყენებია სასუქი ”ორგანიკა”.

суббота, 28 мая 2011 г.

ახალი ბიო მეურნეობა


სოფელ კოდაში, ლტოლვილების დასახლებაში კეთდება ბიო პომიდორი ჩვენი კონსულტაციით. პირველი სამუშაოები უკვე ჩატარდა...

კარტოფილი მულჩაში გაიზარდა...

კარტოფილი გაიზარდა, ფესვთა სისტემა კარგადაა განვითარებული. ვნახოთ როგორი იქნება მოსავალი.
 სხვათაშორის კოლორადოს ხოჭო მინიმალური რაოდენობით იყო, მაგრამ მაინც გამოვიყენეთ აგრო ჰომეოპათია და მწერი პრაქტიკულად აღარაა. ერთხელ მივასხი სასუქი ”ორგანიკა” ფოთოლზე.

четверг, 28 апреля 2011 г.

суббота, 23 апреля 2011 г.


ბიო სიმინდი , ჯიში.
გამოყენებულია თხევადი ორგანული სასუქი "ორგანიკა"
ნიადაგი პრაქტიკულად არ არის –  წარმოების ტერიტორიაა.

суббота, 16 апреля 2011 г.





















საკონტროლოდ კარტოფილი დავთესეთ ტრადიციულად ( მულჩის გარეშე) იმ სხვაობით რომ, კვალი გაკეთებულია მახალ ბაძოზე.

საინტერესოა სად უფრო უკეთესი შედეგი იქნება.

მულჩაში დათესილზე ველოდებით, რომ გვალვის დროს ნაკლებად დასჭირდება მორწყვა და უფრო მეტი მოსავალი უნდა მოგვცეს, არ იქნება სარეველა და ნაკლებად უნდა იყოს კოლორადოს ხოჭო.

გამოვიყენეთ სასუქი "ორგანიკა"

ვნახოთ...


















вторник, 5 апреля 2011 г.

თხევადი ორგანული სასუქი "ორგანიკა"

ეს სასუქი შეიქმნა საქართველოში ჩემი მეგობრების მიერ, დავით ჩაჩანიძე და დავით გეგეჩკორი. 4–5 წლის განმავლობაში გაიარა მრავალი ინსტიტუტი და ფერმერის ბაღი, მათ შორიც ჩემი მიწის ნაკვეთიც.
შედეგები ყველგან არის შესანიშნავი!
ერთწლიანი მცენარეები აგრძელებენ ვეგეტაციას და შესაბამისად მეტი მოსავალი მოდის. იმუნიტეტი ძლიერდება და დაავადებებისადმი უფრო გამძლეა. მწერიც ნაკლებად ერჩის. მოწეული მოსავალი გემრიელია და არომატული, რაც ხაზგასასმელია გვარჯილიანი პროდუქტების ფონზე.
ტესტებმა გვაჩვენა, რომ "ორგანიკა" ით მოყვანილ პროდუქტებში ნიტრატების
პრაქტიკულად არ არის. ასევე დაკრეფილი პროდუქტი ძალიან დიდ ხანს ინახება, რაც დიდი უპირატესობაა სინთეტიკური სასუქით მოყვანილ პროდუქტებთან შედარებით. ანუ ფერმერს შეუძლია პროდუქტი მიიტანოს ბაზრამდე და არ გაუფუჭდეს.

"ორგანიკა" ნიადაგში ქმნის ჰუმუსის შრეს და მოსავლის აღების შემდეგაც ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა უმჯობესდება. განსხვავებით სინთეტიკური სასუქებისგან(რომლებიც ნიადაგს ფიტავს და უნაყოფოს ხდის), რაც საქართველოში ძალიან დიდი პრობლებაა და წლიდან წლამდე ნიადაგების დიდი ნაწილი უვარგისი ხდება.

რაც მთავარია "ორგანიკა" ღირს ძალიან იაფი – 6 ლარი 1 ლიტრი.
1 ჰა–ს დასამუშავებლად სეზონზე 10–15 ლიტრია საკმარისი.

სასუქი შედგება ორი ნაწილისგან:
  • სასუქი, ის ნივთიერება რასაც მცენარე ითვისებს ფოთლიდან და ფესვიდან. "ორგანიკა" ში ორგანული მასა დაყვანილია იმ ფორმამდე რასაც შემდგომი გადამუშავება არ სჭირდება და მცენარე უმალვე ითვისებს. ამიტომ შესაძლებელია ფოთოლზე მისხურება და სწრაფი შედეგის მიღება.
  • ბაქტერიული მასა რომელიც ნიადაგში ქმნის ყველა იმ დამატებით ნივთიერებას, რაც მცენარეს ესაჭიროება.
ანუ ნიადაგის სწორი მენეჯმენტის პირობებში დამატებითი მიკროელემენტების შეტანა საჭირო არაა.









სასუქის შეტანა
















ამ სათბურში 4 წელია ნიადაგი არ შეცვლილა.
შეგვაქვს მხოლოდ "ორგანიკა–1"














суббота, 2 апреля 2011 г.

რა საჭიროა თესლბრუნვა


თესლბრუნვა ხელს უწყობს ნიადაგში საკვები ნივთიერებების ბალანსის შენარჩუნებას.

ბოსტნეული კულტურების განვითარებისთვის საჭიროა შესაბამისი მიკროელემენტების სიმრავლე ნიადაგში. მაგალითად ფოთლოვან კულტურებს უფრო მეტად ესაჭიროებათ აზოტი, ძირხვენებს– ფოსფორი და ნაყოფის მომცემებს კალიუმი. ამიტომ წლიდან წლამდე ერთი ტიპის კულტურების თესვა ერთ მიწის ნაკვეთზე იწვევს ნიადაგის გამოფიტვას და ამათუიმ ელემენტის დეფიციტს. ამისგან რომ თავი დავიცვათ საჭიროა ყოველწლიური თესლბრუნვა.

ერთი ოჯახის მცენარეების თესვა ერთ მიწაზე ასევე იწვევს მავნებელი მწერების სიმრავლეს და იმ დაავადებებს აძლიერებს რომლებიც აზიანებენ კონკრეტული ოჯახის მცენარეებს.

აქ მოცემულია როტაციის ცხრილი: ა) ოჯახების და ბ) ჯგუფების მიხედვით


ა)

წელი

გაზაფხული

შემოდგომა

1

ძაღლყურძენასებრნი, კარტოფილის გარდა (პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა). გოგრისებრნი (კიტრი, ყაბაყი, გოგრა, ნესვი, საზამთრო და სხვა.)

ხახვი, პრასი და ნიორი

2

პარკოსნები (ლობიო, ცერცვი, მუხუდო...)

პარკოსნები (როგორც სიდერატი სიდერატები)

3

კომბოსტოს სახეობები მრავალწლიანების გარდა, ძირხვენების ჩათვლით (ბოლოკი, თალგამი...). სალათის ფოთლები

კომბოსტოს სახეობები

4

ქოლგოსნები (სტაფილო, პასტერნაკი, ნიახური). ჭარხალი, ისპანახი, მანგოლდი. სალათის ფოთოლი.

ჭვავი (როგორც სიდერატი)


ბ)

წელი

გაზაფხული

შემოდგომა

1

ნაყოფიანი კულტურები (პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, კიტრი, ყაბაყი, გოგრა.)

სიდერატები (ჭვავი,).ძირხვენები (ხახვი, ნიორი).

2

ძირხვენები (თალგამი, სტაფილო, ბოლოკი, ძირხვენიანი ნიახური, კარტოფილი და სხვა)

3

პარკოსნები

სიდერატები (პარკოსნები)

4

ფოთლოვანი კულტურები (კომბოსტოს სახეობები, სალათის ფოთლი, ისპანახი, მწვანილი, მწვანე ხახვი, პრასი და სხვა.).


აქვე შეიძლება ითქვას, რომ ერთი კულტურით სავსე ნაკვეთი უფრო ადვილი შესამჩნევია მავნებელი მწერებისთვის ვიდრე შერეული ნათესები. შერეული თესვისას გამოიყენება ის მცენარეები რომლებიც ერთმანეთს ეხმარება. ასევე სურნელოვანი ბალახებიც ( მძაფრი სუნი აფრთხობს მწერებს.) ბაზილიკი, ზაფრანა, თამბაქო ...

კარტოფილის თესვა მულჩაში.



გუშინ დავთესე კარტოფილი თივის ქვეშ მაღალ კვალზე. ეს კვალი გავაკეთეთ შარშან გაზაფხულზე და ახლა უბრალოდ მოვჭერი ამოსული სარეველა სპეციალური ინსტრუმენტით. ნიადაგს მოვასხურე თხევადი ორგანული სასუქი "ორგანიკა"
შემდეგ კვალზე დავაფინე ნამჯა 10–15 სმ. ამაზე თხელი ფენა შედეგს არ მომცემს. ნამჯა ინარჩუნებს ტენს დიდი ხნის განმავლობაში და სეზონზე რამდენჯერმე დამჭირდება მორწყვა, აღარ ამოდის სარეველა, არ სჭიუდება ნიადაგს გაფხვიერება, ნამჯის ქვედა ფენა გადადის ნეშომპალაში. შედეგად მრავლდება ჭიაყელა.
შემდეგ დაფენილ ნამჯაში გავაკეთე ორმოები ისე რომ კარტოფილის თესლს შეხება ჰქონდეს ნიადაგთან და ზემოდან დავაყარე ცოტა მიწა. დღეს ვიცოდი რომ წვიმა იქნებოდა და აღარ მოვრწყე.

ერთ კვალზე დავთესე ყოველ 25 სმ–ში, 45 სმ რიგებს შორის. ოთხი კვალი გავაკეთე შახმატურად ყოველ 45 სმ–ში და 45 სმ რიგებს შორის. დავთესე დურმიშხან ყიფიანის მთვარის კალენდრის მიხედვით.

შარშანდელი ბაძო.















მულჩირება

















среда, 23 марта 2011 г.



21 და 22 მარტს სამტრედიაში და ბათუმში ჩავატარეთ სემინარი ბიო მეურნეობის შესახებ , ისევე როგორც ყოველთვის აქაც დიდი ინტერესი და სურვილია იწარმოოს ჯანსაღი პროდუქტები შხამ–ქიმიკატების გამოყენების გარეშე. ეს კიდევ ერთი პატარა ნაბიჯია ბიო მიმართულების გასაძლიერებლად საქართველოში :)

воскресенье, 13 марта 2011 г.

”ორგანიკა ”


ეს არის ქართული წარმოების ერთადერთი სასუქი რომელიც სერტიფიცირებულია კავკასსერტის მიერ და გააჩნია ბიო სერტიფიკატი. ”ორგანიკას” გამოყენება ორგანულ მეურნეობებში გაცილებით აადვილებს და აიაფებს სერტიფიცირების პროცესს.

ამ პროდუქტის შექმნის თავდაპირველი მიზანი იყო ნიადაგის გაჯანსაღება და მოკლე ვადებში ჰუმუსის შრის შექმნა.
წლების მანძილზე პროდუქტი იცდებოდა სხვადასხვა ინსტიტუტებში, და ფერმერულ მეურნეობებში. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით და მრავალი ფერმერის გამოცდილებით.
შედეგად მივიღეთ სრულფასოვანი თხევადი ორგანული სასუქი, რომელიც შეიცავს ყველა მიკრო ელემენტს, NPK-ს , ჰუმუსის მჟავებს, ნიადაგის ბაქტერიების და სოკოების სრულ სპექტრს. აღსანიშნავია,რომ ”ორგანიკა” გამოიყენება ფოთლოვანი კვებით (შესხურებით) და ფესვით კვებისას (მორწყვით).
ერთი ლიტრი ”ორგანიკა” იხსნება 100 ლიტრ წყალში, თუმცა ზოგიერთი კულტურისთვის რეკომენდებულია განსხვავებული განზავება (იხილეთ ვებ გვერდზე - www.organica.ge)
ერთწლიან კულტურებში ვეგეტაციის პერიოდი იზრდება, ინტენსიურია ყვავილობა, მცენარეს უძლიერდება იმუნიტეტი და უფრო მდგრადი ხდება სტრესულ სიტუაციებში, იზრდება მოსავლიანობა, ხოლო მოწეული მოსავალი გაცილებით მეტხანს ინახება, რაც მოსახერხებელია ტრანსპორტირებისას. ”ორგანიკა” ეფექტურად გამოიყენება როგორც ანტისტრესული საშუალება.
მისი მოხმარება შეიძლება დახურულ შენობებში. სასათბურე მეურნეობაში იდეალური ინსტრუმენტია ინტენსიური მუშაობისთვის (ჩვენს სათბურში 4 წელია ნიადაგი არ შეგვიცვლია და მოსავლიანობა მაღალ დონეზეა). ასევე დეკორატიულ მცენარეებში ღია გრუნტზე, შენობაში ან სათბურში.
აღსანიშნავია რომ დიდი მოთხოვნაა ევროპაში, თურქეთში, ისრაელში, სომხეთში...

”ორგანიკას” ფასი ძალიან მომხიბვლელია ქართველი მომხმარებლისთვის. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით 1 ლიტრის ფასი არის 6 ლარი. ჰექტარზე მთელი სეზონის განმავლობაში საკმარისია 10-15 ლიტრი, თანაც დამატებითი მიკროელემენტების შეტანა ნიადაგში საჭირო არ არის.
”ორგანიკას” მოხმარების შემთხვევაში წლიდან წლამდე ნიადაგი ძლიერდება და შესაბამისად მოსავლიანობა იზრდება განსხვავებით სინთეტიკური სასუქებისგან.
მოხარული ვიქნებით თუ ჩვენი პროდუქტით თქვენც დაინტერესდებით და მიიღებთ არაჩვეულებრივ შედეგებს. ჩვენ ყველას ვურჩევთ ცდის ჩატარებას პატარა მონაკვეთზე რათა თავად დარწმუნდეთ ”ორგანიკას” არაჩვეულებრივ თვისებებში.
ასევე მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი წინადადება პარტნიორული ურთიერთობისთვის.
ტელეფონი: 8 (55) 974780 


მულჩირება


რა არის მულჩა?

მულჩა არის ნიადაგის საფარი რომელიც შეიძლება გავაკეთოთ ნებისმიერი ორგანული ნარჩენისგან: ნამჯა, თივა, თხილის ნაჭუჭი, მზესუმზირის ნარჩევი, წიპწა და ა.შ.

სწორად გაკეთებული მულჩა უნდა იყოს 10 სმ. სისქის საფარი, დაახლოებით ისე როგორც ამას აკეთებს ტყეში ჩამოცვენილი ფოთოლი. ალბათ ყველას გინახავთ რომ ამ ფოთლების ქვეშ ყოველთვის ტენია,ამიტომ ტყეს გვალვის არ ეშინია.

მულჩირებას ბევრი დადებითი თვისება აქვს - რწყვა აღარაა საჭირო. მე მაგალითად პომიდორი მოვრწყე სეზონზე სამჯერ, ისიც მაშინ როდესაც ნამჯის ქვეშ მომეჩვენა რომ საკმარისი ტენი არ იყო. სარეველის პრობლემა საერთოდ არ მქონდა, არ გამითოხნია. J ასევე წვიმის შემდეგ ქერქს მიწა არ იკეთებს, ამიტომ თოხიც აღარაა საჭირო. გარდა ამისა მცენარეს მიწასთან არ აქვს კონტაქტი და ჭრაქი და ნაცარიც აღარ უჩნდება.










პომიდორი მულჩით და მულჩის გარეშე. ერთდროუად დარგული ერთი ჩითილი ერთ მიწაზე.

ორივე შემთხვევაში გამოყენებულია თხევადი ორგანული სასუქი ”ორგანიკა-1”


вторник, 8 марта 2011 г.

შერეული თესვა, მეგობარი მცენარეები
















თუ კულტურებს რაციონელურად განვათავსებთ მიწის ნაკვეთზე, დიდი რაოდენობის სხვადასხვა ბოსტნეულის მოწევა შეიძლება ერთი კვადრატული მეტრიდან. მიზანშეწონილია შერეული და ინტენსიური დარგვა-დათესვა. ამასთან, უნდა შეირჩეს ერთმანეთზე სხვადასხვა გავლენის მქონე კულტურები (ანუ არსებობენ მცენარეები რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან და პირიქით). ამისი ცოდნა მოგვცემს საშუალებას შევქმნათ სიმბიოზური თანაცხოვრება ჩვენს ნაკვეთზე.

მაგალითად ჩრდილის მოყვარულ კულტურების გვერდით და კულტურების რომლებსაც არ უყვართ ქარი - დაითესება უფრო მაღალი მცენარეები. ასეთი სახით შეიძლება შევქმნათ მიკროკლიმატი და დავიცვათ ნიადაგი გამოშრობისგან და გადახურებისგან.

ურთიერთ დახმარების სხვა ფორმა - ქიმიურია. ამ შემთხვევაში ზემოქმედება ხდება სხვადასხვა ნივთიერებების გამოყოფით მცენარის ფესვებიდან და ფოთლებიდან.

პარკოსანი კულტურების ფესვებთან ბინადრობენ აზოტის შემგროვებელი ბაქტერიები და შესაბამისად სხვა კულტურების ზრდას უწევენ სტიმულირებას.

ოხრახუში კარგია თითქმის ყველა კულტურის გარშემო დაითესოს. ხახვი და ნიორი იცავენ სხვადასხვა მწერებისგან...

ასევეა არომატული მცენარეები მაგალითად ზაფრანა, ბაზილიკი, პირნა, როზმარი... ასეთი სახით შერჩეული მცენარეები ურთიერთ დახმარებასთან ერთად ინტენსიურად ავსებენ ბაღს და იძლევიან მაღალ მოსავალს.

კულტურა

შესაძლო თანაცხოვრება

სასარგებლო ზემოქმედება

არასასურველი მეზობლობა

კარტოფილი


მინდვრის ლობიო, პარკოსნები, ისპანახი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, სალათი, სიმინდი, ბოლოკი, ქონდარი, პირშუშხა.


პირშუშხა იცავს კარტოფილის ტკიპისგან. პარკოსნები ამდიდრებენ აზოტით და აშინებენ კოლორადოს ხოჭოს.


მზესუმზირა, ჭარხალი, პომიდორი.

კომბოსტო (სახეობები)


კარტოფილი, მინდვრის ლობიო, ნიახური, კამა, სალათი, ისპანახი, ვარდკაჭკაჭა, არომატული ბალახები: პიტნა, როზმარი; პრასი, ჭარხალი, კიტრი, მანგოლდი, კარტოფილი


ნიახური იცავს მიწის რწყილისგან; კამა აფრთხობს ჩრჩილს და მატლებს, სალათი იცავს მიწის რწყილისგან; არომატული ბალახები კვერცხისმდებელი პეპლებისგან; პრასი აფრთხობს კომბოსტოს მატლს


პომიდორი, ოხრახუში, ნიორი, ყურძენი არ იყოს ახლოს.

კიტრი


ლობიო, პარკოსნები, ნიახური, ჭარხალი, ბოლოკი, სალათი, კომბოსტო, ნიორი, ხახვი, მწვანე ხახვი, თალგამი, ისპანახი, ფენხელი, კამა.


თალგამი იცავს მწერებისგან, აუმჯობესებს გემოს, აუმჯობესებს ნიადაგს

პომიდორი

პომიდორი

ნიახური, ოხრახუში, სალათები, ისპანახი, მინდვრის ლობიო, ბოლოკი, თალგამი, ნიორი, სიმინდი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, მწვანე ხახვი, არომატული ბალახები- პიტნა, მელისა, ბაზილიკი

აუმჯობესებს ნაყოფის ხარისხს, აგრძელებს შენახვის ვადებს, აფრთხობს მავნებლებს

კიტრი, კარტოფილი, კოლრაბი, ფენხელი, კამა

ბადრიჯანი

მინდვრის ლობიო, ხახვი, სალათი, ისპანახი

აუმჯობესებს ნიადაგის ხარისხს, აფრთხობს კოლორადოს ხოჭოს

ცუდად იტანს ნებისმიერ მეზობელ მცენარეს , ურჩევნია მარტოობა

ხახვი

სტაფილო, ჭარხალი, სალათი, ბოლოკი, კიტრი, ისპანახი, არომატუი ბალახები

ხელს უწყობს ზრდას, სტაფილო აფრთხობს ხახვის ბუზს

პარკოსნები, კომბოსტო

ნიორი

პომიდორი, ჭარხალი, სტაფილო, კიტრი, მარწყვი

აფრთხობს მავნებლებს, აქვს ზოგადგამაჯანსაღებელი ეფექტი


პარკოსნები, კომბოსტო

სტაფილო

ბარდა, ხახვი, პომიდორი, ნიორი, მწვანე ხახვი, ისპანახი, ბოლოკი, თალგამი, სალათი, მანგოლდი, ჭარხალი, არომატული ბალახები

აფრთხობს სტაფილოს ბუზს,

კამა

ჭარხალი

პომიდორი, მინდვრის ლობიო, ისპანახი, ხახვი, კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, სტაფილო, სალათი, კოლრაბი, ნიორი, კიტრი, ძირხვენიანი ნიახური

ურთიერთ სტიმულირება, ჭარხლის ფესვი გამოყოფს ანტიბიოტიკურ ნივთიერებებს და აჯანსაღებს ნიადაგს და სხვა კულტურებს

კარტოფილი, სიმინდი, მანგოლდი, მწვანე ხახვი

სალათი

პომიდორი, კიტრი, ლობიო, მწვანე ხახვი, ისპანახი, მარწყვი, ბარდა, კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, ხახვი

ხახვი აფრთხობს ჩრჩილს, იქმნება მცენარისთვის სასარგებლო პირობები

ჭარხალი, სტაფილო, ჩრდილის შემქმნელი მცენარეები

ლობიო

ბოლოკი, პომიდორი, ნიახური, სიმინდი, კიტრი, კარტოფილი, ჭარხალი, კომბოსტო, ისპანახი, სალათი, გოგრა

ხახვი, ნიორი, პირშუშხა, ფენხელი

ასევე მნიშვნელოვანია თესვისას ქარის მიმართულებისა და მზის მდებარეობის გათვალისწინება მიწის ნაკვეთის მიმართ, ნიადაგის სტრუქტურა და სხვა


სათბურში გამოყენებულია თხევადი ორგანული სასუქი ”ორგანიკა”