четверг, 3 апреля 2014 г.

სოფელი ქალაქში

ეს არის პატარა პროექტი თბილის ქალაქში.
 ჩვენი მიზანია ამ პატარა მიწაზე მოვიყვანოთ მაქსიმალური რაოდენობის პროდუქცია. სულ არის 40 კვადრატამდე აქტიური მიწის ფართი.




пятница, 18 января 2013 г.

პერმაკულტურა



იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც რევოლუციურად აზროვნებენ და სისტემის - ყველასთვის მისაღები წესებისა და დოგმების გარეთ ეძებენ ჭეშმარიტებას. სწორედ ასეთ ადამიანებს მიეკუთვნებიან - მასანობუ ფუკუოკა, ზეპ ხოლცერი, ევგენი ოვსინსკი, ბილ მოლისონი.


მასანობუ ფუკუოკამ იპოვა მეთოდი რომლის საშუალებითაც რამოდენიმე მოსავალს იღებდა მინიმალური შრომით, ნიადაგის დამუშავების გარეშე. მან შესძლო გაუდაბნოებული ნიადაგების აღდგენა მიზერული თანხებით რაზეც ტრადიციულად მილიონები იხარჯება. მისი ერთ -ერთი მიგნებაა თესლის თიხის ნაჭუჭში მოქცევა და მიწის ნაკვეთზე მობნევა ამაზე მოგვიანებით დავწერ.

ზეპ ხოლცერი რომელმაც ალპებში, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა 5 გრადუსია, ლიმონის ხე გაზარდა და ნაყოფს იღებს. მისი აწეული კვლები ავტომატურ რეჟიმში იძლევა მოსავალს და მეურნეობაში ცხოველებისა და მცენარეების საოცარი სიმბიოზია. ეს ადამიანი არის ლანდშაფტური დიზაინის დიდოსტატი. დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით პრაქტიკულ სემინარებს ატარებს და იმედია ჩვენს ულამაზეს კუთხეშიც მოვიწვევთ.

ევგენი ოვსინსკი რომელიც ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს საუბრობდა ნიადაგის ღრმა მოხვნის უგუნურობაზე. მისი მეურნეობები რეკორდულ მოსავლებს იძლეოდა მაგრამ მეთოდი მიიჩქმალა და მხოლოდ დღეს, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ამ მეთოდს წარმატებიტ იყენებენ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით.

არსებობს სოფლის მეურნეობის წარმოების არაჩვეულებრივი მეთოდი  რომელსაც ბილ მოლისონმა ''პერმაკულტურა'' უწოდა, რომელიც გულისხმობს მუდმივ - უწყვეტ მეურნეობას, უწყვეტ პროცესს.
 სწორად გამართული პერმაკულტურა არის იდეალური თანამშრომლობის მაგალითი როდესაც თითოეული ელემენტი (მცენარე, ცხოველი, სახლი, ღობე, წყალი, ადამიანი...)  მთელი სისტემის ნაწილია და ერთდროულად რამოდენიმე ფუნქციას ასრულებს.
პერმაკულტურა არის მეურნეობისადმი სისტემური მიდგომა და საბოოლოო მიზანია შეიქმნას ისეთი ბუნებრივი მექანიზმი რომელიც ადამიანის გარეშე იფუნქციონირებს და მოუტანს დოვლათს.

ერთი შეხედვით ზღაპარს გავს, მაგრამ ვნახოთ რაზეა საუბარი.

პერმაკულტურის პრინციპების გამოყენება ნიშნავს იმას, რომ ჯობს ჯერ დააკვირდე შენს სახლს, შენს ნაკვეთს განსაზღვრო შენი მიზანი და დაფიქრდე რანაირად შეიძლება  მომავალი სისტემის - ფერმის სხვადასხვა ელემენტები ისეთ ნაირად განალაგო, რომ ერთდროულად რამოდენიმე ფუნქციას ასრულებდნენ და მთლიანი სისტემის და მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირებაში იღებდნენ მონაწილეობას.

ასევე აღსანიშნავია, რომ პერმაკულტურაში ინტენსიურად გამოიყენება მულჩირება და კომპოსტირება, მიკრო კლიმატური ზონების მოწყობა, მცენარეთა შესაძლო თანაცხოვრება კულტურათა მონაცვლეობა , სასარგებლო მწერების მომრავლება და სხვა.

მაგალითად სახლმა , როგორც სისტემის ერთ ერთმა ელემენტმა შესაძლოა სახურავით წყალი შემიგროვოს , სამხრეთის კედელთან საჩითილის ან პატარა სათბურის გაკეთება შეიძლება რომლის ერთ ბოლოში ქათამს დავასახლებ და ღამით სათბურში სითბოსა და ნახშიროჟანგს მოგვცემს , ასევე უფასო სასუქს. ასეთი მაგალითები უამრავი შეიძლება მოვიყვანოთ.
ამიტომ თუ წინასწარ გავნსაზღვრავთ თითოეული ელემენტის თვისებებს შევძლებთ შევქმნათ იდეალური ეკო სისტემა ბუნებასთან თანამშრომლობის პრინციპით და ეს  ფერმა იქნება თვითმყოფადი ცოცხალი ორგანიზმი რომელიც ადამიანის დახმარებით და არა უხეში ჩარევით შეძლებს ავტომატურ ფუნქციონირებას და ჭარბი მოსავლის მოცემას.

ბუნებაში არაფერი არ ხდება ძალის გამოყენებით, იქ სადაც ადამიანი არ ერევა ყველაფერი ჭარბადაა და მასთან თანამშრომლობით უნდა შევძლოთ ამ სიჭარბის შექმნა ჩვენს ბაღებში :)

მომდევნო პოსტებში შევეცდები  დავწერო ამ პრინციპებზე და მეთოდებზე.