суббота, 2 апреля 2011 г.

კარტოფილის თესვა მულჩაში.



გუშინ დავთესე კარტოფილი თივის ქვეშ მაღალ კვალზე. ეს კვალი გავაკეთეთ შარშან გაზაფხულზე და ახლა უბრალოდ მოვჭერი ამოსული სარეველა სპეციალური ინსტრუმენტით. ნიადაგს მოვასხურე თხევადი ორგანული სასუქი "ორგანიკა"
შემდეგ კვალზე დავაფინე ნამჯა 10–15 სმ. ამაზე თხელი ფენა შედეგს არ მომცემს. ნამჯა ინარჩუნებს ტენს დიდი ხნის განმავლობაში და სეზონზე რამდენჯერმე დამჭირდება მორწყვა, აღარ ამოდის სარეველა, არ სჭიუდება ნიადაგს გაფხვიერება, ნამჯის ქვედა ფენა გადადის ნეშომპალაში. შედეგად მრავლდება ჭიაყელა.
შემდეგ დაფენილ ნამჯაში გავაკეთე ორმოები ისე რომ კარტოფილის თესლს შეხება ჰქონდეს ნიადაგთან და ზემოდან დავაყარე ცოტა მიწა. დღეს ვიცოდი რომ წვიმა იქნებოდა და აღარ მოვრწყე.

ერთ კვალზე დავთესე ყოველ 25 სმ–ში, 45 სმ რიგებს შორის. ოთხი კვალი გავაკეთე შახმატურად ყოველ 45 სმ–ში და 45 სმ რიგებს შორის. დავთესე დურმიშხან ყიფიანის მთვარის კალენდრის მიხედვით.

შარშანდელი ბაძო.















მულჩირება

















18 комментариев:

  1. შედეგი როგორი იყო ლევან?

    ОтветитьУдалить
  2. ამ შემთხვევაში ერთხელ მაინც უნდა მოგვერწყო, ძალიან დიდი გვალვები იყო და საშუალოზე პატარა იყო ბოლქვები, მაგრამ რაოდეობა იყო ბევრი. თან ჯობია რომ აწეულ კვალზე არ გაკეთდეს ეს მეთოდი, ქარი აშრობს. ასეთ შემთხვევაში უწყლობას გაუძლებს

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. რამდენიმე კითხვა მაქვს მულჩირებასთან დაკავშირებით და სად შეიძლება რომ პასუხები მივიღო?

      Удалить
  3. აქ დაწერეთ კითხვა და თუ შევძელი გიპასუხებთ :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. დიდი მადლობა :) სანამ მულჩას გავმართავთ ნაკვეთზე(კართოფილისთვის), ქვეშ, ნიადაგს რაიმე ფორმით დამუშავება არ სჭირდება? რაღაც სპეციალური, ბიო მეურნეობისათვის გამოსაყენებელ გუთანზე იყო საუბარი ერთ-ერთ კომენტარში.

      Удалить
  4. ორი მეთოდია ან ზემოდან გაფხვიერებული ან პირდაპირ დატკეპნილ ბალახზე. პირველი ვარიანტი ჯობია და მულჩის სისქე დიდი უნდა იყოს. გუთანს არ აქვს მნიშვნელობა, ზედა 5-10 სანტიმეტრი უნდა დამუშავდეს. ისე პლოსკორეზს (http://www.youtube.com/watch?v=OnfB3dp4_RU) იყენებენ, სპეციალური თოხია ზედაპირის დასამუშავებლად და სარეველების ძირში მოსაჭრელად

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ნელ-ნელა ყველაფერი გასაგები ხდება :) ამ იარაღს ალბათ თბილისსშიც ვიშოვი... თუ არა და თოხით მივადგები! მულჩის დაფენა გაზაფხულზე ჯობია დათესვის წინ?

      Удалить
  5. კი ასეა. ეს იარაღი საქართველოში არ იყიდება, მე არ მინახავს. დიდ ფართობზე არ გააკეთო , პირველად როცა აკეთებ ჯობია პატარაზე სცადო რომ თუ რამე შეცდობა იქნება გამოსწორება შეგეძლოს

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. Этот комментарий был удален автором.

      Удалить
    2. კი ცოტაზე გავაკეთებ ჯერ, სანამდეც ფოთოლი-ნამჯა-ბალახი მეყოფა :)მაგრად კი ვარ მონდომებული, ეს ბლოგი ძალიან დამეხმარა.

      Удалить
  6. ერთ-ერთი ბოლო შეკითხვა: მთლიან ფართობზე უნდა გაიშალოს მულჩა თუ მხოლოდ კვლებში სადაც კართოფილია დათესილი? კვლებს შორის რომ ბალახის მომსპობი წამალი მოვასხურო, სანამ კართოფილი ამოვა, ავნებს ვითომ საქმეს?

    ОтветитьУдалить
  7. mulcha kvalze daapare gemrielad da gverdita balaxi ikos ckals sheginaxavs , aortqlebas sheushlis xels

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. კართოფილის შემთხვევაში მორწყვა საჭიროა დათესვის შემდეგაც? ნამჯა ვიშოვე უკვე, ფოთოლსაც შემოდგომით ავკრიფავ, მოკლედ საქმე წინ მიდის :)

      Удалить
  8. ar unda gashres, tu kargad aris mulcha daparebuli ar dachirdeba

    ОтветитьУдалить
  9. ორგანიკა რა დროს უნდა მოვასხურო კართოფილს მულჩაში, დათესვის დროს თუ რომ ამოვა მერე?

    ОтветитьУдалить
  10. თესვის დროსაც და მერეც

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. gamarjoba levan.
      saintereso temaa namdvilad da vfiqrob saintereso blogic vipove, aqamde yovelive amas mxolod rusul saitebze vkitxulobdi, mainteresebs informacia sxvadasxva mcenareta dargvis vadebis shesaxeb, anu romeli rodis unda dairgos da ase shemdeg,
      winaswar madlobas gixdi yuradgebisatvis.
      davit.shengelia.74@mail.ru es chemi el-fostaa da tu sheidzleba aq momwere

      Удалить