вторник, 17 июля 2012 г.

ხორბლის წლევანდელი მოსავალი ჯიში - "ლომთაგორა"



გამოყენებულია სასუქი "ორგანიკა" ორჯერადი ფოთლოვანი მისხურებით.  მარცხნივ ორგანიკას გარეშე შედარებისათვის.

понедельник, 25 июня 2012 г.

რა არის EM - ტექნოლოგია?



EM- ტექნოლოგია დაფუძნებულია შერეული კულტურების და სასარგებლო მიკროროგანიზმების გამოყენებაზე.  პირველად ეგრედწოდებული  ეფექტური მიკროორგანიზმები (M) კულტივირებული იყო იაპონიაში დოქტორ ტერუ ხიგას მიერ. ისინი შეიცავენ 80 მდე მიკროორგანიზმების სახეობას, რომლებიც მიეკუთვნებიან ხუთ ოჯახსა და 9 ჯიშს. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა უზრუნველყოს სოფლის მეურნეობის მაღალი  პროდუქტიულობა და ხარისხიანი ეკოლოგიური პროდუქცია.

დღეისათვის ეს ტექნოლოგია აღიარებულია მთელს მსოფლიოში და ინტენსიურად ინერგება ბევრ ქვეყანაში.
რაში მდგომარეობს ამ ტექნოლოგიის ეფექტურობა?  სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა. კვების მინერალური ელემენტები, რომლებსაც შეიცავენ მინერალები და ნიადაგის ორგანული მასა - ჰუმუსი, თავისთავად ვერ გადადიან შესათვისებელ ფორმაში. ამ ფუნქციას ასრულებენ ნიადაგის ბინადრები - მიკროორგანიზმები, რაზეც პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ.  თუ ნიადაგში მიკრობები და ჭიაყელები საკმარისი რაოდენობითაა, მაშინ მცენარეებიც კომფორტულად გრძნობენ თავს.  მოსავლიანობის არსი, ნიადაგში ბიოლოგიური მრავალფეროვნების ხელშეწყობასა და შენარჩუნებაშია.
ქიმიის ინტენსიურმა გამოყენებამ მკვეთრად შეამცირა ნიადაგის ბიოლოგიური აქტიურობა,  რაც ხასიათდება მიკროორგანიზმებისა და ნიადაგის ცხოველების რაოდენობრივი და ჯიშობრივი მრავალფეროვნებით. არადა სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ნიადაგის მოსავლიანობას.

 ქიმიისაგან განადგურებულ ნიადაგებზე  მიზანშეწონილი არ არის მინერალური სასუქების გამოყენება, ისინი ბოლომდე გამოფიტავენ  ნიადაგს. თუმცა მდგომარეობა მთლად უიმედო არ არის: მიკრობების, ჭიაყელებისა და სხვადასხვა ორგანული სასუქების დახმარებით შესაძლებელია 2-3 წელიწადში აღდგეს მოსავლიანობა ნიადაგში ჰუმუსის მატების ხარჯზე.


ჰუმუსი - მცენარისთვის საკვები ელემენტების წყაროა მასშია აზოტი, ფოსფორი, გოგირდი, მიკროელემენტები. ჰუმუსი ნიადაგის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში იღებს მონაწილეობას, უზურნველყობს ჰაერის, წყლის და სითბოს  ოპტიმალურ რეჟიმს. ნიადაგის გასაცოცხლებლად, ჰუმუსის სწრაფად ჩამოსაყალიბებლად გამოიყენება M - ტექტოლოგია.
M - ტექტოლოგიის ღირსება მდგომარეობს არა მხოლოდ ნიადაგის აღდგენაში, არამედ მოწეული მოსავლის მაღალ ხარისხში. ამით აიხსნება მისი აქტიური დანერგვა წამყვან ქვეყნებში.

воскресенье, 24 июня 2012 г.


აქ არის ნაჩვენები,  როგორ მოქმედებს მცენარის ზრდა-განვითარებაზე მიკროორგანიზმები.



воскресенье, 17 июня 2012 г.

ბიო დაცვის საშუალებები



სულ მალე გამოვა გაყიდვაში  ბიო ფუნგიციდები და ბიო ინსექტიციდები . ეს მოგცემთ საშუალებას, რომ ქიმიური პრეპარატები აღარ გამოიყენოთ და შესაბამისად მიიღოთ სრულფასოვანი ხილი და ბოსტნეული.


ეს საჩუქარია მათთვის ვის ბაღსაც ლოკოკინები მიირთმევენ :)

вторник, 15 мая 2012 г.

ბიო - ჯანმრთელობის საწინდარია


ძალიან საინტერესოა, რომ არატრადიციული მსოფლხედველობა -  მასებისთვის მიღებული, დაწერილი თუ დაუწერელი  წესებისაგან განსხვავებული აზროვნება -  თითქმის ყოველთვის ეფექტურია და  შედეგის მომტანი.

იყვნენ და არიან ადამიანები რომლებიც წარმატებით მკურნალობენ კიბოს და რატომღაც ეს ნაშრომები ფართო აუდიტორიისთვის არ გაშუქებულა. მკურნალობის ყველა მეთოდი დაფუძნებულია სწორ და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებით კვებაზე.
ეს პატარა ამონარიდიც ამ კუთხითაა  საინტერესო.

ყოველწლიურად კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა იზრდება.  იმუნიტეტს ასუსტებენ საკვები პროდუქტები, საკვები დანამატები, პესტიციდები და გერბიციდები, ვაქცინაცია, ელექტრომაგნიტური და მიკროტალღური ტექნოლოგიები, ფარმაცევტული პრეპარატები, თანამედროვე ცხოვრების სტრესები და სხვა.

ორწლამდე ბავშვებს უკეთდებათ  დაახლოებით 25 აცრა. თუმცა ამ დროს იმუნიტეტი ჩამოყალიბების პროცესშია!


 ტულიო სიმონიჩი თვლის, რომ კობო არის კანდიდას სოკო რომელიც გაიზარდა ორგანიზმში , ხოლო ამ დაავადების თანამედროვე ახსნა არის აბსლოლუტურად მცდარი. სიმონიჩი , როგორც ონკოლოგიის და მეტაბოლიზმის დარღვევების სპეციალისტი, წავიდა ტრადიციული მედიცინისა და კიბოს, გლობალური ეპიდემიის „მკურნალობის“ ტრადიციული მეთოდების წინააღმდეგ.
„ მე ვხედავდი როგორ იტანჯებოდა ხალხი.  ონკოლოგიის ბავშვთა განყოფილებაში, სადაც მე ვმუშაობდი,  ყველა ბავშვი კვდებოდა. გული მიწუხდებოდა საცოდავი ბავშვების ხილვით,  რომლებიც იღუპებოდნენ  ქიმიათერაპიისა და რადიაციისგან.“
სიმონიჩიმ გადაწყვიტა  დაევიწყებინა ყველაფერი რაც იცოდა კიბოს შესახებ და დაიწყო საკუთარი დამოუკიდებელი გამოძიება.


როდესაც სიმონიჩი მიხვდა, რომ კიბოს აქვს სოკოს სახე, მან დაიწყო ეფექტური ფუნგიციდის ძიება. მაგრამ მაშინათვე ნათელი გახდა მისთვის, რომ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები არ მუშაობენ.  კანდიდას სოკოს სწრაფად მუტირება შეუძლია და იმდენად  შეეწყობა პრეპარატს, რომ მისით კვებასაც კი ახერხებს.
დარჩა მხოლოდ ძველი, იაფი და ხელმისაწვდომი საშუალება - ნატრიუმის ბიკარბონატი. საკვები სოდის ძირითადი ინგრედიენტი.  რატომღაც სოკოს არ შეუძლია ნატრიუმის ბიკარბონატთან ადაპტირება. სიმონიჩის პაციენტები სვამენ სოდის ხსნარს, ან ნატრიუმის ბიკარბონატი შეჰყავთ უშუალოდ სიმსივნის ადგილზე სპეციალური მოწყობილების საშუალებით.
როდესაც სიმონიჩიმ თავისი მიღწევების შესახებ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს აცნობა იმ იმედით, რომ მის შედეგებს შესაბამისი კლინიკური კვლევა მოჰყვებოდა შემდგომი დანერგვის მიზნით -  იტალიის სამედიცინო ისტებლიშმენტმა მას ჩამოართვა სამედიცინო ლიცენზია ხოლო მას-მედიამ მის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო და მალე ეს ნიჭიერი კაცი სამი წლით ციხეში აღმოჩნდა იმის გამო, რომ თითქოს ხოცავდა თავის პაციენტებს.
საბედნიეროდ ტულიო სიმონიჩი არ შეშინდა. ის აგრძელებს თავის მუშაობას და დღეს მის შესახებ ინტერნეტით შეიძლება ინფორმაციის მოძიება.
ეს ექიმი სასწაულებს ახდენს და კურნავს ყველაზე რთულ ონკოლოგიურ შემთხვევებსაც კი მარტივი და იაფი ნატრიუმის ბიკარბონატით. ხშირად კი უბრალოდ ტელეფონით ან ინტერნეტით აძლევს ინფორმაციას თავის პაციენტებს და შედეგები დაუჯერებელია.

კიბოს უჯრედებს გააჩნიათ უნიკალური ბიომარკერი, ენზიმ CYP1B1. ენზიმები - ეს ცილებია, რომლებიც არიან ქიმიური რეაქციის კატალიზატორები. CYP1B1 ცვლის ნივთიერების ქიმიურ სტრუქტურას, რომელსაც ეწოდება სალვესტროლი და იმყოფება ბევრ ხილსა და ბოსტნეულში. ქიმიური რეაქცია სალვესტროლს აქცევს კომპონენტად, რომელიც კლავს კიბოს უჯრედს და არ აზიანებს ჯანსაღს.
ენზიმ CYP1B1 გამომუშავდება მხოლოდ კიბოს უჯრედებში და რეაგირებენ ხილისა და ბოსტნეულის სალვესტროლთან. შედეგად იქმნება სუბსტანცია , რომელიც კლავს მხოლოდ კიბოს უჯრედებს!


ხილში და ბოსტნეულში არსებული სალვესტროლი - ბუნებრივი დაცვაა სოკოვანებისგან. რაც უფრო მეტადაა მცენარე სოკოსგან დაზიანებული, მით მეტია მასში სალვესტროლი. ასეთ ხილს და ბოსტნეულს მიეკუთვნებიან : მარწყვი, ჟოლო, ყურძენი, შავი მოცხარი, წითელი მოცხარი, მაყვალი, ძახველი, ვაშლი, ატამი, მწვანე ბოსტნეული (ბროკოლი და ყველა სხვა კომბოსტო) , არტიშოკი, წითელი და ყვითელი წიწაკა, ავოკადო, სატაცური და ბადრიჯანი.
მაგრამ აგრო და ფარმაცევტულმა კომპანიებმა ეს იციან და აი რას აკეთებენ ისინი:
·         აწარმოებენ ქიმიურ ფუნგიციდებს, რომლებიც კლავენ სოკოებს და ხელს უშლიან ბუნებრივი დაცვის (სალვესტროლის) წარმოქმნას მცენარეში სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგოდ. 
ს        სალვესტროლს შეიცავს მხოლოდ ნაყოფი რომელიც არ დამუშავებულა ქიმიური ფუნგიციდებით.
·         ყველაზე მეტად გავრცელებული ფუნგიციდები ბლოკავენ CYP1B1 ის წარმოქმნას. ამიტომ თუ თქვენ იღებთ ქიმიურად დამუშავებულ ხილს და ბოსტნეულს, არავითარ გამაჯანსაღებელ ეფექტს არ იღებთ.
ბ     
      



вторник, 8 мая 2012 г.

пятница, 20 апреля 2012 г.

სალათის ფურცელი. (Lactuca sativa L)



ეს მცენარე ძალიან სასარგებლოა - აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სისხლის შემადგენლობას, აჩქარებს იარების შეხორცებას, დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, არეგულირებს მაღალ წნევას, ორგანიზმიდან გამოჰყავს ქოლესტერინი და მრავალი სხვა. გარდა ამისა უგემრიელესია და ნებისმიერს შეუძლია დათესოს და მოიყვანოს საკუთარ აივანზეც კი.

სალათი ყინვა გამძლეა და ამიტომ ზამთარში ცელოფანის ქვეშ შეიძლება მოყვანა, თუმცა ნორმალური განვითარებისთვის 15 -20 გრადუსი სჭირდება. დიდი სიცხის პირობებში  მწარდება და თესლის გამოტანას იწყებს, ამიტომ სალათი ითესება გაზაფხულზე და შემოდგომით, არსებობს ზაფხულის ჯიშებიც ამიტომ თესლის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ საზაფხულო ჯიშია თუ ზამთრის. ასევე უმჯობესია რომ სალათის თესლი იყოს ახალი და არა 2-3 და მეტი წლის. ეს ინფორმაცია ყველა მწარმოებელს უწერია შეფუთვაზე ამიტომ უმჯობესია შეიძინოთ ქარხნული შეფუთვით.

სალათა ითესება 1 სმ. სიღრმეზე პირდაპირ გრუნტში - ამ შემთხვევაში საჭიროა შემდგომი გამოხშირვა - ან ხდება ჩითილის გამოყვანა და შემდეგ გადარგვა.  მცენარეებს შორის დაშორება უნდა იყოს 20-25 სმ. სალათი ორგვარია, ფოთლოვანი და თავიანი. ფოთლოვანს მწიფე ფოთოლი ეცლება ეტაპობრივად. თავიანი სალათი ან იჭრება ძირში, ან ითხრება.



სალათთან ერთად შეიძლება დაითესოს - მწვანე ხახვი, ისპანახი, კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, ხახვი. ამას შერეული  თესვა ეწოდება და ამ შემთხვევაში მცენარე უფრო გამძლე ხდება დაავადებებისა და მავნებლების მიმართ.
















P.S. ეს სურათები  ჩვენი სათბურებიდანაა მიუხედავად იმისა, რომ გვიანი შემოდგომაა და ცივა, სალათი მშვენივრად გრძნობს თავს. ბოლო სურათზე ჩანს სალათი და ბოლოკი ერთად.

понедельник, 2 апреля 2012 г.

სასუქი ”ორგანიკა”


ჩითილის გამოყვანა, გადარგვა

ნებისმიერი მცენარის ზრდა, განვითარებისათვის მთავარია სინათლე და სივრცე. კარგი ჩითილი, ძლიერი მცენარეა - მუქი მწვანე ფერის , მსხვილი ღეროთი და კარგად გატოტილი სიგანეში. წვრილ ღეროიანი მაღალი და მკრთალი მცენარე კარგ მოსავალს ვერ მოგვცემს. ამიტომ შევქმნათ შესაბამისი პირობები. თუ ჩითილი სახლში გამოგვყავს უნდა ვუზრუნველყოთ 12 საათიანი დღის სინათლით და მინიმალური ტემპერატურა  15 გრადუსზე დაბლა არ უნდა დაეცეს.



ჩითილის გადატანას (2-3 ნამდვილი ფოთლის ფაზაში) ადვილად უძლებს პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი  რომლებსაც გადატანისას უკეთებენ ”პიკირებას” - ძირითადი ფესვის 1/3 აჭრიან და ღია გრუნტზე რგავენ ღრმად, ისე რომ ფოთლები ახლოს იყოს ნიადაგთან, მაგრამ არ ეხებოდეს. ამ დროს მიწაში მყოფ ღეროც ანვითარებს ფესვებს და იზრდება მოსავლიანობა.





კიტრს რაც შეეხება იგი ბევრად ფაქიზია და ღია გრუნტზე გადატანა უმჯობესია ტორფის ან ქაღალდის ჭიქიანად, რათა ფესვმა არ მიიღოს სტრესი. იგივე შეიძლება ითქვას გოგრაზე, ნესვზე, ყაბაყზე, პატისონზე.

პომიდორს და მის ნათესავებს არ უნდათ ხშირი რწყვა, მაგრამ ნიადაგი არ უნდა შეშრეს. კიტრს, გოგრას, ნესვს და ა.შ. პირიქით ხშირი რწყვა უნდა.



იმისათვის, რომ მივიღოთ კარგი მოსავალი, ნაყოფის მომცემი მცენარე ზრდის პერიოდში უნდა ”შევაწუხოთ” მივაყენოთ მცირე სტრესი. ამ დრომ მცენარეს ჰგონია, რომ შეიძლება მოკვდეს და ცდილობს გამოიტანოს რაც შეიძლება ბევრი ნაყოფი (თესლი) და დატოვოს შთამომავლობა. საუბარია იმ მცენარეებზე, რომლის ნაყოფიც გვაინტერესებს (კიტრი, პომიდორი, ხეხილი...) .  ამ შემთხვევაში, პირველი ყვავილებიანი და ნაყოფიანი ნამხრევები უნდა შევაცალოთ, და გაცილებით მეტ ნაყოფს მივიღებთ ვეგეტაციის პერიოდში. ალბათ გექნებათ  გაგონილი ხეხილის ჯოხით ცემა , დაშინება, ზოგჯერ მერქანზე ცულსაც ჩაარტყამდნენ ხოლმე ან ფოლადის რკალს უკეთებდნენ და უნაყოფო მცენარე კარგ მოსავალს იძლეოდა. სწორედ ამ მეთოდზეა საუბარი, ჩვენმა წინაპრებმა ბევრი რამ იცოდნენ.
განსხვავებით იმ მცენარეებისა რომელთაგანაც გვინდა ფოთოლი ან ძირხვენა ( კომბოსტო, სალათი, მწვანილი, კარტოფილი...) - მათ უნდა შევუქმნათ კარგი პირობები ზრდის პერიოდში, რომ ნაადრევად არ გამოიტანონ თესლი.
ყველა ეტაპზე - თესლის დამუშავება, ჩითილის გადატანა და შემდგომი გამოკვება, გამოიყენეთ სასუქი ”ორგანიკა” და მიიღებთ გაცილებით მეტ და გემრიელ მოსავალს. რაც მთავარია - მცენარეს იმუნიტეტნი ისე გაუძლიერდება, რომ დაავადებების რისკი იქნება მინიმალური, და  მის დასაცავად შხამ ქიმიკატებს აღარ გამოიყენებთ.

გაორმაგებულ მოსავალს მივიღებთ თუ გამოვიყენებთ მულჩირებას და წვეთოვანი მორწყვის სისტემას.





вторник, 27 марта 2012 г.

ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად

გთავაზობთ სურათებს ტრენინგიდან  ბიო მეურნეობების შესახებ. 

მონაწილეობდა ფონდი ”ტასო” და აფხაზინტერკონტი”

ეს არიან ადამიანები სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებმაც შარშან გააკეთეს პირველი ნაბიჯები ეკოლოგიური სოფლისმეურნეობისაკენ და იყო შესანიშნავი შედეგები, ზოგისთვის პატარა შეცდომებით, თუმცა ძალიან დიდი იმედებით და შემართებით იწყებენ ახალ სეზონს. 
სემინარს ესწრებოდნენ მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორი და მისი მოადგილე - ბატონი შაქრო ყანჩაველი და ბატონი კარლო კიკორია.




воскресенье, 25 марта 2012 г.

ორგანიკის ეფექტი ხორბალზე





ორგანიკის ეფექტი ხორბალზე:

1.     საკონტროლო
2.    ”ორგანიკა”  5 ლიტრი 1 ჰექტარზე.
3.    ”ორგანიკა” 10 ლიტრი 1 ჰექტარზე

სურათი გადაღებულია 25.03.2012.
დედოფლის წყარო.

суббота, 24 марта 2012 г.

საკომპოსტე


ეს არის საკომპოსტე, სადაც იყრება ნებისმიერი ორგანული ნარჩენი რაც შეიძლება ოჯახს დარჩესგარკვეული პერიოდის შემდეგ ის გადაიქცევა კომპოსტად, რომელიც ჯობია ნებისმიერ სასუქს თავისი მდიდარი შემადგენლობით. კომპოსტის გამოყენებით ძალიან მატულობს მოსავლიანობა და მოსავლის გემოვნური თვისებები. ასე რომ შესაძლებელია ნაგავის დიდი ნაწილი არ გადაიყაროს და გაგვიწიოს ძალიან კარგი სამსახური.


აქ ნაჩვენებია თუ როგორ ხდება კომპოსტირება - უამრავი ჭიაყელა რომელიც გადაამუშავებს ნარჩენს და მოგვცემს უამაღლეს სასუქს. კომპოსტირების დასაჩქარებლად გამოიყენეთ სასუქი ”ორგანიკა”  

среда, 21 марта 2012 г.

სემინარი კომპანია "Collors Of Life" ის ქართველ კლიენტებთან

დღეს "Collors Of Life" ის კლიენტებისთვის ჩავატარე სემინარი ბიოლოგიური პროდუქტების წარმოების შესახებ, შევეხეთ მრავალ საკითხს ამ თემის გარშემო და ვფიქრობ ძალიან საინტერესო საღამო გამოგვივიდა.




ეს საკითხი აქტუალურია საზოგადოებაში და ხალხისთვის სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ვფიქრობ დღეს ბევრმა სხვა თვალით შეხედა მიწას და ბუნებას.
დიდი მადლობა გია შელიას და ირმა კუჭავას მიწვევისთვის.

пятница, 16 марта 2012 г.

რატომ ბიო მეურნეობა.



საქმე იმაშია, რომ კვების პრობლემა ჩვენს ყოფაში არის უმთავრესი. გავიხსენოთ რას ვჭამთ  ყოველდღიურად: ნახევარფაბრიკატები, გაყინული ხორცი ( რომელიც შემოტანილია და ძალიან დიდი ალბათობით გენმოდიფიცირებული), პური რომელიც საფუარით და დანამატებითაა სავსე, კვერცხი - ეს ძალიან დიდი თემაა და თუ დაინტერესდებით ნახავთ რომ ამის ჭამა არ შეიძლება, ბოსტნეული და ხილი რომლებიც ნიტრატებითაა სავსე, რძის ნაწარმი რომელიც აბსოლიტურად ხელოვნურია.

ადამიანი როგორც ცოცხალი არსება და ბუნების შვილი, აღარ იკვებება ბუნებისაგან ბოძებული საკვებით. ამის ფონზე იზრდება დაავადებათა რაოდენობა და დაავადებულთა რიცხვი მაგალითად ალერგიები ეს არის ორგანიზმის პროტესტი უვარგის საკვებზე, ონკოლოგია როდესაც პროტესტის ძალა ორგანიზმს აღარ რჩება და იძულებულია დანებდეს, უშვილობა ( ძალიან ხშირია ჩემს გარშემო შემთხვევები როდესაც კვების მოწესრიგება ამ პრობლემას ხსნის).
 ჩემის აზრით ხელოვნური საკვებით ცხოვრება დიდი ექსპერიმენტია რომლის შედეგებს უკვე ვიმკით. ცნობილია, რომ კვება პირდაპირაა დაკავშირებული ადამიანის ემოციურ მდგომარეობასთან, ჯანსაღი ფიზიოლოგია ჯანსაღ აზრებს წარმოშობს, ნაკლებია დეპრესია,  უიმედობა და პირიქით.
ძალიან კარგი მაგალითია ავსტრიელი ბიო ფერმერის - ზეპ ხოლცერის  დაკვირვება, რომელმაც თავის დიდ მამულში მრავალფეროვნებისთვის გაიჩინა ფოცხვერი , და მტაცებელ ცხოველს საჭმელად ფერმის ქათმები მოუყვანა. ფოცხვერმა რამდენიმე ქათამი გაგლიჯა და მიაგდო, ასეთი ქცევა თავდაპირველად უცნაური იყო, თუმცა აი მერე რა მოხდა - დარჩენილი ქათმები ბუნებაში გაჯანსაღდნენ სუფთა ჰაერითა და სუფთა საჭმელით და რამოდენიმე კვირაში როდესაც მათი ორგანიზმი ფერმის ხელოვნური დანამატებისგან გაიწმინდა ფოცხვერის გემრიელ ნადავლად იქცნენ.

საკუთარი ხელით მოწეული მცირე მოსავალიც კი მარგებელია ადამიანისთვის, და ამის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია, თუნდაც ქალაქში, აივანზე მწვანილის და რამოდენიმე ბუჩქი სალათის მოყვანა.  ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო და აზარტულია დათესვიდან მოსავლის მიღებამდე.

ბიო მეურნეობა გულისხმობს ბაღის ისეთ მოწყობას, როდესაც ადამიანი მინიმალურად ერევა ბუნების გასაკეთებელ საქმეში. სარეველა ბალახები, მავნე მწერები და მცენარის სოკოვანი დაავადებები ბუნების პასუხია ადამიანს უგუნურ ქმედებაზე. რათქმაუნდა ბუნება ამით შურს არ ძიობს, პირიქით ის ცდილობს გაფუჭებულის გამოსწორებას ყველაზე მოკლე და ეფექტური გზით. ამიტომ ბუნებასთან, თანამშრომლობა უფრო მომგებიანია ვიდრე ბრძოლა.

პერსპექტივას რაც შეეხება - ტრადიციული ქიმიური მიმართულება სოფლის მეურნეობაში არაეფექტურია, წლიდან წლამდე სულ მეტი ქიმიის შეტანაა საჭირო ნიადაგში ხოლო მოსავლიანობა კლებულობს. საქართველოში  უკვე გვაქვს, ერთდროს ნაყოფიერი  მიწები რომლებიც უნაყოფო გახდა არასწორი მეთოდების გამო.

 ბიოლოგიური მეთოდებით კი, მოსავლიანობა წლიდანწლამდე იზრდება, ხოლო დანახარჯი არის გაცილებიტ ნაკლები ქიმიურთან შედარებით.  საქართველო მცირე მიწიანი აგრარული ქვეყანაა ძალიან ლამაზი ბუნებით და უამრავი მიკროკლიმატური ზონით, ვფიქრობ რომ არაეფექტური ქიმიური მეურნეობებისთვის მიწებს არ უნდა ვწირავდეთ.

მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს გამოცდილება და ყველა საჭირო ინსტრუმენტი. გახდით ბიო მეურნეები ისწავლეთ ეს საინტერესო სფერო.  და ნებისმიერთან ვიმეგობრებთ ვისაც სურვილი აქვს ამ მიმართულებით წავიდეს.


среда, 14 марта 2012 г.

ყველას მოგესალმებით, სულ მალე მიწასთან მუშაობა დაიწყება. მართალია ზამთარი ძალიან გაიწელა და ეს საკითხი ალბათ ყველას გაღელვებთ. თუმცა მკაცრი ზამთარი ყოველთვის კარგი მოსავლის წინამორბედია და მეც თქვენთან ერთად კარგ მოსავალს ველოდები :)
ერთის მხრივ ნიადაგი მეტი წყლის აღებას შეძლებს, დიდხანს გაჰყვება და მცენარე  დარბილებულ ნიადაგში ფესვთა სისტემა უკეთ განავითარებს - რათქმაუნდა სწორი მეთოდების გამოყენების შემთხვევაში - ხოლო მეორეს მხრივ ძლიერი ყინვა მავნებლების კარგი პროფილაქტიკაა. 


წელს ვეცდები მეტი დავწერო ბიოლოგიურ სოფლის მეურნეობაზე და პერმაკულტურის მეთოდებზე - რომელიც ერთადერთი გამოსავალია იმ ჩიხიდან სადაც სოფლის მეურნეობა და ეკოლოგია იმყოფება, არამარტო საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში. როგორ შევძლოთ მიწასთან ურთიერთობა ისე, რომ ყოველი ბაღში გასვლა ზეიმი იყოს და მინიმალური - სასიამოვნო შრომით მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს მოსავლისა და შემოსავლის ზრდის სახით. ეს იმდენად საინტერესო და აზარტულია, რამდენადაც სასარგებლო როგორც ადამიანის სხეულისთვის ასევე მისი ამაღლებული განწყობისათვის. ბევრისგან მსმენია, რომ ბაღში იძულებით მიდის, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვს. თუმცა თავს არიდებს ახალი გზებისა და მეთოდების ძიებას და წლიდან წლამდე ერთი და იგივე ქმედებით ერთ ადგილს ტკეპნის და იმისი დრო არ აქვს, რომ წიგნი წაიკითხოს ან წარმატებულ მეურნეს ჰკითხოს და სწორი გზით წავიდეს. მაგალითად რა უფრო უკეთესია? - 1000 ძირი პომიდორი დარგო და თითო ძირზე 4 კილოგრამი აიღო თუ 400 ძირი დარგო და თითო ძირზე 8-10 კგ. აიღო? მეორე შემთხვევაში ხომ ფინანსური და შრომითი დანახარჯი გაცილებით უფრო ნაკლებია, და შესაბამისად მოგება მეტი.
იმის ნაცვლათ რომ ბევრი ვიმუშაოთ ფიზიკურად, მე გთავაზობთ სწორად დავგეგმოთ ცოტა გონება დავძაბოთ და საუკეთესო გამოსავალი მოვძებნოთ არსებული  სიტუაციიდან. დამიჯერეთ ეს გაცილებით იოლი და სასიამოვნოა. მე აქ შევეცდები დავწერო ის მეთოდები და რჩევები რაც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა ამ ყველაფრის ბარაქად ქცევა თქვენს გამბედაობაზეა დამოკიდებული რადგან ახალი ცოდნის გამოყენებას და ახალი გზით სვლას ყოველთვის გამბედაობა სჭირდება. თქვენთვითონ დააკვირდით წარმატებული მეურნე აუცილებლად რაღაცას განსხვავებულად აკეთებს და ამის არ ეშინია.

P.S. შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები და შევეცდები გიპასუხოთ,  აბა დროებით :)