воскресенье, 13 марта 2011 г.

”ორგანიკა ”


ეს არის ქართული წარმოების ერთადერთი სასუქი რომელიც სერტიფიცირებულია კავკასსერტის მიერ და გააჩნია ბიო სერტიფიკატი. ”ორგანიკას” გამოყენება ორგანულ მეურნეობებში გაცილებით აადვილებს და აიაფებს სერტიფიცირების პროცესს.

ამ პროდუქტის შექმნის თავდაპირველი მიზანი იყო ნიადაგის გაჯანსაღება და მოკლე ვადებში ჰუმუსის შრის შექმნა.
წლების მანძილზე პროდუქტი იცდებოდა სხვადასხვა ინსტიტუტებში, და ფერმერულ მეურნეობებში. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით და მრავალი ფერმერის გამოცდილებით.
შედეგად მივიღეთ სრულფასოვანი თხევადი ორგანული სასუქი, რომელიც შეიცავს ყველა მიკრო ელემენტს, NPK-ს , ჰუმუსის მჟავებს, ნიადაგის ბაქტერიების და სოკოების სრულ სპექტრს. აღსანიშნავია,რომ ”ორგანიკა” გამოიყენება ფოთლოვანი კვებით (შესხურებით) და ფესვით კვებისას (მორწყვით).
ერთი ლიტრი ”ორგანიკა” იხსნება 100 ლიტრ წყალში, თუმცა ზოგიერთი კულტურისთვის რეკომენდებულია განსხვავებული განზავება (იხილეთ ვებ გვერდზე - www.organica.ge)
ერთწლიან კულტურებში ვეგეტაციის პერიოდი იზრდება, ინტენსიურია ყვავილობა, მცენარეს უძლიერდება იმუნიტეტი და უფრო მდგრადი ხდება სტრესულ სიტუაციებში, იზრდება მოსავლიანობა, ხოლო მოწეული მოსავალი გაცილებით მეტხანს ინახება, რაც მოსახერხებელია ტრანსპორტირებისას. ”ორგანიკა” ეფექტურად გამოიყენება როგორც ანტისტრესული საშუალება.
მისი მოხმარება შეიძლება დახურულ შენობებში. სასათბურე მეურნეობაში იდეალური ინსტრუმენტია ინტენსიური მუშაობისთვის (ჩვენს სათბურში 4 წელია ნიადაგი არ შეგვიცვლია და მოსავლიანობა მაღალ დონეზეა). ასევე დეკორატიულ მცენარეებში ღია გრუნტზე, შენობაში ან სათბურში.
აღსანიშნავია რომ დიდი მოთხოვნაა ევროპაში, თურქეთში, ისრაელში, სომხეთში...

”ორგანიკას” ფასი ძალიან მომხიბვლელია ქართველი მომხმარებლისთვის. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით 1 ლიტრის ფასი არის 6 ლარი. ჰექტარზე მთელი სეზონის განმავლობაში საკმარისია 10-15 ლიტრი, თანაც დამატებითი მიკროელემენტების შეტანა ნიადაგში საჭირო არ არის.
”ორგანიკას” მოხმარების შემთხვევაში წლიდან წლამდე ნიადაგი ძლიერდება და შესაბამისად მოსავლიანობა იზრდება განსხვავებით სინთეტიკური სასუქებისგან.
მოხარული ვიქნებით თუ ჩვენი პროდუქტით თქვენც დაინტერესდებით და მიიღებთ არაჩვეულებრივ შედეგებს. ჩვენ ყველას ვურჩევთ ცდის ჩატარებას პატარა მონაკვეთზე რათა თავად დარწმუნდეთ ”ორგანიკას” არაჩვეულებრივ თვისებებში.
ასევე მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი წინადადება პარტნიორული ურთიერთობისთვის.
ტელეფონი: 8 (55) 974780 


2 комментария: