пятница, 20 апреля 2012 г.

სალათის ფურცელი. (Lactuca sativa L)



ეს მცენარე ძალიან სასარგებლოა - აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სისხლის შემადგენლობას, აჩქარებს იარების შეხორცებას, დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, არეგულირებს მაღალ წნევას, ორგანიზმიდან გამოჰყავს ქოლესტერინი და მრავალი სხვა. გარდა ამისა უგემრიელესია და ნებისმიერს შეუძლია დათესოს და მოიყვანოს საკუთარ აივანზეც კი.

სალათი ყინვა გამძლეა და ამიტომ ზამთარში ცელოფანის ქვეშ შეიძლება მოყვანა, თუმცა ნორმალური განვითარებისთვის 15 -20 გრადუსი სჭირდება. დიდი სიცხის პირობებში  მწარდება და თესლის გამოტანას იწყებს, ამიტომ სალათი ითესება გაზაფხულზე და შემოდგომით, არსებობს ზაფხულის ჯიშებიც ამიტომ თესლის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ საზაფხულო ჯიშია თუ ზამთრის. ასევე უმჯობესია რომ სალათის თესლი იყოს ახალი და არა 2-3 და მეტი წლის. ეს ინფორმაცია ყველა მწარმოებელს უწერია შეფუთვაზე ამიტომ უმჯობესია შეიძინოთ ქარხნული შეფუთვით.

სალათა ითესება 1 სმ. სიღრმეზე პირდაპირ გრუნტში - ამ შემთხვევაში საჭიროა შემდგომი გამოხშირვა - ან ხდება ჩითილის გამოყვანა და შემდეგ გადარგვა.  მცენარეებს შორის დაშორება უნდა იყოს 20-25 სმ. სალათი ორგვარია, ფოთლოვანი და თავიანი. ფოთლოვანს მწიფე ფოთოლი ეცლება ეტაპობრივად. თავიანი სალათი ან იჭრება ძირში, ან ითხრება.



სალათთან ერთად შეიძლება დაითესოს - მწვანე ხახვი, ისპანახი, კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, ხახვი. ამას შერეული  თესვა ეწოდება და ამ შემთხვევაში მცენარე უფრო გამძლე ხდება დაავადებებისა და მავნებლების მიმართ.
















P.S. ეს სურათები  ჩვენი სათბურებიდანაა მიუხედავად იმისა, რომ გვიანი შემოდგომაა და ცივა, სალათი მშვენივრად გრძნობს თავს. ბოლო სურათზე ჩანს სალათი და ბოლოკი ერთად.

Комментариев нет:

Отправить комментарий