суббота, 26 февраля 2011 г.

საკუთარი მიწის ნაკვეთი

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ საკუთარი პატარა ბაღი, სადაც თავისით იზრდება სხვადასხვა მცენარე. არც დაბარვაა საჭირო, არც გათოხვნა. მუშაობა რათქმაუნდა საჭიროა, მაგრამ იმდენი, რამდენიც სიამოვნებას გვანიჭებს.
მაგალითად, კარტოფილი შეიძლება მოვიყვანოთ მიწაზე დაფენილი თივის (მულჩა) ქვეშ. თივა ქმნის საფარს რომლის ქვეშაც ინახება ტენი, ხოლო ქვედა შრე იწყებს დაშლას, სასუქში გადადის და მრავლდება ჭიაყელა რომელიც წარმოქმნის ჰუმუსის შრეს. მცენარე ვითარდება და იზრდება თივის ქვეშ და მოსავლის აღებისას მიწის ამოთხრა არაა საჭირო. თივას გადაწევ და იქვე უგემრიელესი კარტოფილია.


















არ ვბარავთ, რომ არ დავარღვიოთ მიწის სტრუქტურა. უფრო გასაგები რომ იყოს, მიწას გადატრიალება (ბარვა) აზიანებს, ამიტომ ბიო მეურნეობებში გამოიყენება სპეციალური გუთნები რომლებიც იმ სიღრმეზე აფხვიერებენ მიწას, რამდენიც საჭიროა თესვისთვის.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
მიწა არ არის მხოლოდ ბალასტი და მტვერის მასა. მცენარეები თავისი ფესვთა სისტემით ქმნიან კაპილარულ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს აერაციას, წყლის განაწილებას და დაგროვებას. ასევე ნიადაგში,მიწის ზედა შრეებში არის ბიოლოგიური პროცესებისთვის აუცილებელი აერობული ბაქტერიები,ხოლო ანაერობული - მიწის ქვედა შრეებში. ბარვის დროს აერობული ბაქტერიები სიღრმეში ხვდება და იხოცება, ხოლო ანაერობული პირიქით. წინა წლის მცენარის ფესვების ნარჩენი კაპილარული ქსელი ირღვევა, სარეველა ბალახის თესლი მიწაში იმალება, ხოლო მიწაში შენახული მაღლა ამოდის და მრავლდება. საჭირო ხდება სარეველასთან ბრძოლა და ა.შ.
ეს ყველაფერი შრომას აათმაგებს, იძულებული ვხდებით ვებრძოლოთ იმას, რისი მიზეზიც თვითონვე გავხდით. ნაცვლად ამისა, სჯობს ბუნებას ხელი არ შევუშალოთ და მხოლოდ მიმართულება მივცეთ.
თუ როგორ, ამის შესახებ შემდეგ დავწერ...

2 комментария:

  1. იქნებ დაწეროთ ამის შესახებ კიდევ უფრო მეტი... წინასწარ დიდი მადლობა!

    ОтветитьУдалить
  2. es moqmedi el. postaa? ramdenime shekitxva maqvs mulchirebastan dakavshirebit da rom mipasuxot.

    ОтветитьУдалить