среда, 12 января 2011 г.

ჩემს შესახებ


ვარ 30 წლის, მყავს მეუღლე ნინო და პატარა ნიკუშა.

დიდი სურვილი მაქვს ვიცხოვრო ქალაქგარეთ, რადგან ვფიქრობ, რომ ქალაქში ადამიანი შეიძლება მუშაობდეს მაგრამ სუფთა ჰაერი , ეკოლოგია და სიმშვიდეა ის პირობები სადაც შეიძლება ადამიანმა იცხოვროს სრული ცხოვრებით ( ჯანმრთელი სხეული და სული).

ქალაქში არ მომწონს- ხმაური, ეკოლოგია, კორპუსები, და ბევრი სხვა რამ...

რამოდენიმე წლის წინ დამაინტერესა რაღაც საკითხმა სოფლის მეურნეობის შესახებ და როგორც ყოველთვის ინტერნეტში დავიწყე ინფორმაციის მოძიება. ვნახე სტატიები ბიო მეურნეობის შესახებ რუნეტში ( სამწუხაროდ ქართულ ნეტში ინფორმაცია ძალიან მწირია და თითქმის არ ვსარგებლობ) და ინტერესი გაღვივდა. კერძოდ დამაინტერესა იმან, რომ თურმე ნიადაგი არ უნდა მოიხვნას და ზოგიერთი საკითხი იყო განხილული ზუსტად საპირისპიროდ ვიდრე ტრადიციულ მეურნეობაშია. ნიკოლაი კურდიუმოვი, რუდოლფ შტაინერი, მასანობუ ფუკუოკა, ზეპ ხოლცერი და სხვ.

ისიც აღმოჩნდა, რომ ამ გამოცდილებას იყენებენ და აღიარებენ მრავალ ქვეყანაში.

ცოტა ხანში შემთხვევით გავიცანი ძალიან საინტერესო ადამიანი - დავით ჩაჩანიძე, მოგვიანებით დავით გეგეჭკორი რომლებიც ამ საკითხზე მუშაობდნენ და ჰქონდათ არაჩვეულებრივი შედეგები. კერძოდ შექმნეს თხევადი ორგანული სასუქი ”ორგანიკა” რომელმაც მიიღო საერთაშორისო სერთიფიკატი და აღიარება. მოხდა ისე, რომ ერთად დავიწყეთ ერთ პროექტზე მუშაობა, შემდეგ გაჩნდა ახალი იდეები ისევ ამ სფეროში და ახლა ვმუშაობთ მათ რეალიზაციაზე.

ჩემი მიზანია დავაინტერესო ადამიანები ორგანული სოფლის მეურნეობით.

ჩემის აზრით მცირე მიწიან საქართველოში, ყველაზე დიდი ფასი და ფასეულობა მიწას აქვს, საჭირო და დასაფასებელი ადამიანები ფერმერები არიან. სამწუხაროა, რომ ჯერ ამ სფეროში არაფერი ხდება.

1 комментарий:

  1. საინტერესო სტატიები და თემები გაქვთ განხილული ბატონო ლევან.....
    მივესალმები თქვენს ნაბიჯებს...
    მეც ვცდილობ მამა-პაპურ მეთოდს მივყვე და მომავალს შევუნარჩუნო ჯანსაღი და ჯანმრთელი პროდუქტიც და ყველა ის ადათ-წესი რაც გვქონდა....

    გაგახაროთ ღმერთმა...

    ОтветитьУдалить