суббота, 2 апреля 2011 г.

რა საჭიროა თესლბრუნვა


თესლბრუნვა ხელს უწყობს ნიადაგში საკვები ნივთიერებების ბალანსის შენარჩუნებას.

ბოსტნეული კულტურების განვითარებისთვის საჭიროა შესაბამისი მიკროელემენტების სიმრავლე ნიადაგში. მაგალითად ფოთლოვან კულტურებს უფრო მეტად ესაჭიროებათ აზოტი, ძირხვენებს– ფოსფორი და ნაყოფის მომცემებს კალიუმი. ამიტომ წლიდან წლამდე ერთი ტიპის კულტურების თესვა ერთ მიწის ნაკვეთზე იწვევს ნიადაგის გამოფიტვას და ამათუიმ ელემენტის დეფიციტს. ამისგან რომ თავი დავიცვათ საჭიროა ყოველწლიური თესლბრუნვა.

ერთი ოჯახის მცენარეების თესვა ერთ მიწაზე ასევე იწვევს მავნებელი მწერების სიმრავლეს და იმ დაავადებებს აძლიერებს რომლებიც აზიანებენ კონკრეტული ოჯახის მცენარეებს.

აქ მოცემულია როტაციის ცხრილი: ა) ოჯახების და ბ) ჯგუფების მიხედვით


ა)

წელი

გაზაფხული

შემოდგომა

1

ძაღლყურძენასებრნი, კარტოფილის გარდა (პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა). გოგრისებრნი (კიტრი, ყაბაყი, გოგრა, ნესვი, საზამთრო და სხვა.)

ხახვი, პრასი და ნიორი

2

პარკოსნები (ლობიო, ცერცვი, მუხუდო...)

პარკოსნები (როგორც სიდერატი სიდერატები)

3

კომბოსტოს სახეობები მრავალწლიანების გარდა, ძირხვენების ჩათვლით (ბოლოკი, თალგამი...). სალათის ფოთლები

კომბოსტოს სახეობები

4

ქოლგოსნები (სტაფილო, პასტერნაკი, ნიახური). ჭარხალი, ისპანახი, მანგოლდი. სალათის ფოთოლი.

ჭვავი (როგორც სიდერატი)


ბ)

წელი

გაზაფხული

შემოდგომა

1

ნაყოფიანი კულტურები (პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, კიტრი, ყაბაყი, გოგრა.)

სიდერატები (ჭვავი,).ძირხვენები (ხახვი, ნიორი).

2

ძირხვენები (თალგამი, სტაფილო, ბოლოკი, ძირხვენიანი ნიახური, კარტოფილი და სხვა)

3

პარკოსნები

სიდერატები (პარკოსნები)

4

ფოთლოვანი კულტურები (კომბოსტოს სახეობები, სალათის ფოთლი, ისპანახი, მწვანილი, მწვანე ხახვი, პრასი და სხვა.).


აქვე შეიძლება ითქვას, რომ ერთი კულტურით სავსე ნაკვეთი უფრო ადვილი შესამჩნევია მავნებელი მწერებისთვის ვიდრე შერეული ნათესები. შერეული თესვისას გამოიყენება ის მცენარეები რომლებიც ერთმანეთს ეხმარება. ასევე სურნელოვანი ბალახებიც ( მძაფრი სუნი აფრთხობს მწერებს.) ბაზილიკი, ზაფრანა, თამბაქო ...

Комментариев нет:

Отправить комментарий