среда, 23 марта 2011 г.



21 და 22 მარტს სამტრედიაში და ბათუმში ჩავატარეთ სემინარი ბიო მეურნეობის შესახებ , ისევე როგორც ყოველთვის აქაც დიდი ინტერესი და სურვილია იწარმოოს ჯანსაღი პროდუქტები შხამ–ქიმიკატების გამოყენების გარეშე. ეს კიდევ ერთი პატარა ნაბიჯია ბიო მიმართულების გასაძლიერებლად საქართველოში :)

воскресенье, 13 марта 2011 г.

”ორგანიკა ”


ეს არის ქართული წარმოების ერთადერთი სასუქი რომელიც სერტიფიცირებულია კავკასსერტის მიერ და გააჩნია ბიო სერტიფიკატი. ”ორგანიკას” გამოყენება ორგანულ მეურნეობებში გაცილებით აადვილებს და აიაფებს სერტიფიცირების პროცესს.

ამ პროდუქტის შექმნის თავდაპირველი მიზანი იყო ნიადაგის გაჯანსაღება და მოკლე ვადებში ჰუმუსის შრის შექმნა.
წლების მანძილზე პროდუქტი იცდებოდა სხვადასხვა ინსტიტუტებში, და ფერმერულ მეურნეობებში. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით და მრავალი ფერმერის გამოცდილებით.
შედეგად მივიღეთ სრულფასოვანი თხევადი ორგანული სასუქი, რომელიც შეიცავს ყველა მიკრო ელემენტს, NPK-ს , ჰუმუსის მჟავებს, ნიადაგის ბაქტერიების და სოკოების სრულ სპექტრს. აღსანიშნავია,რომ ”ორგანიკა” გამოიყენება ფოთლოვანი კვებით (შესხურებით) და ფესვით კვებისას (მორწყვით).
ერთი ლიტრი ”ორგანიკა” იხსნება 100 ლიტრ წყალში, თუმცა ზოგიერთი კულტურისთვის რეკომენდებულია განსხვავებული განზავება (იხილეთ ვებ გვერდზე - www.organica.ge)
ერთწლიან კულტურებში ვეგეტაციის პერიოდი იზრდება, ინტენსიურია ყვავილობა, მცენარეს უძლიერდება იმუნიტეტი და უფრო მდგრადი ხდება სტრესულ სიტუაციებში, იზრდება მოსავლიანობა, ხოლო მოწეული მოსავალი გაცილებით მეტხანს ინახება, რაც მოსახერხებელია ტრანსპორტირებისას. ”ორგანიკა” ეფექტურად გამოიყენება როგორც ანტისტრესული საშუალება.
მისი მოხმარება შეიძლება დახურულ შენობებში. სასათბურე მეურნეობაში იდეალური ინსტრუმენტია ინტენსიური მუშაობისთვის (ჩვენს სათბურში 4 წელია ნიადაგი არ შეგვიცვლია და მოსავლიანობა მაღალ დონეზეა). ასევე დეკორატიულ მცენარეებში ღია გრუნტზე, შენობაში ან სათბურში.
აღსანიშნავია რომ დიდი მოთხოვნაა ევროპაში, თურქეთში, ისრაელში, სომხეთში...

”ორგანიკას” ფასი ძალიან მომხიბვლელია ქართველი მომხმარებლისთვის. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით 1 ლიტრის ფასი არის 6 ლარი. ჰექტარზე მთელი სეზონის განმავლობაში საკმარისია 10-15 ლიტრი, თანაც დამატებითი მიკროელემენტების შეტანა ნიადაგში საჭირო არ არის.
”ორგანიკას” მოხმარების შემთხვევაში წლიდან წლამდე ნიადაგი ძლიერდება და შესაბამისად მოსავლიანობა იზრდება განსხვავებით სინთეტიკური სასუქებისგან.
მოხარული ვიქნებით თუ ჩვენი პროდუქტით თქვენც დაინტერესდებით და მიიღებთ არაჩვეულებრივ შედეგებს. ჩვენ ყველას ვურჩევთ ცდის ჩატარებას პატარა მონაკვეთზე რათა თავად დარწმუნდეთ ”ორგანიკას” არაჩვეულებრივ თვისებებში.
ასევე მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი წინადადება პარტნიორული ურთიერთობისთვის.
ტელეფონი: 8 (55) 974780 


მულჩირება


რა არის მულჩა?

მულჩა არის ნიადაგის საფარი რომელიც შეიძლება გავაკეთოთ ნებისმიერი ორგანული ნარჩენისგან: ნამჯა, თივა, თხილის ნაჭუჭი, მზესუმზირის ნარჩევი, წიპწა და ა.შ.

სწორად გაკეთებული მულჩა უნდა იყოს 10 სმ. სისქის საფარი, დაახლოებით ისე როგორც ამას აკეთებს ტყეში ჩამოცვენილი ფოთოლი. ალბათ ყველას გინახავთ რომ ამ ფოთლების ქვეშ ყოველთვის ტენია,ამიტომ ტყეს გვალვის არ ეშინია.

მულჩირებას ბევრი დადებითი თვისება აქვს - რწყვა აღარაა საჭირო. მე მაგალითად პომიდორი მოვრწყე სეზონზე სამჯერ, ისიც მაშინ როდესაც ნამჯის ქვეშ მომეჩვენა რომ საკმარისი ტენი არ იყო. სარეველის პრობლემა საერთოდ არ მქონდა, არ გამითოხნია. J ასევე წვიმის შემდეგ ქერქს მიწა არ იკეთებს, ამიტომ თოხიც აღარაა საჭირო. გარდა ამისა მცენარეს მიწასთან არ აქვს კონტაქტი და ჭრაქი და ნაცარიც აღარ უჩნდება.










პომიდორი მულჩით და მულჩის გარეშე. ერთდროუად დარგული ერთი ჩითილი ერთ მიწაზე.

ორივე შემთხვევაში გამოყენებულია თხევადი ორგანული სასუქი ”ორგანიკა-1”


вторник, 8 марта 2011 г.

შერეული თესვა, მეგობარი მცენარეები
















თუ კულტურებს რაციონელურად განვათავსებთ მიწის ნაკვეთზე, დიდი რაოდენობის სხვადასხვა ბოსტნეულის მოწევა შეიძლება ერთი კვადრატული მეტრიდან. მიზანშეწონილია შერეული და ინტენსიური დარგვა-დათესვა. ამასთან, უნდა შეირჩეს ერთმანეთზე სხვადასხვა გავლენის მქონე კულტურები (ანუ არსებობენ მცენარეები რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან და პირიქით). ამისი ცოდნა მოგვცემს საშუალებას შევქმნათ სიმბიოზური თანაცხოვრება ჩვენს ნაკვეთზე.

მაგალითად ჩრდილის მოყვარულ კულტურების გვერდით და კულტურების რომლებსაც არ უყვართ ქარი - დაითესება უფრო მაღალი მცენარეები. ასეთი სახით შეიძლება შევქმნათ მიკროკლიმატი და დავიცვათ ნიადაგი გამოშრობისგან და გადახურებისგან.

ურთიერთ დახმარების სხვა ფორმა - ქიმიურია. ამ შემთხვევაში ზემოქმედება ხდება სხვადასხვა ნივთიერებების გამოყოფით მცენარის ფესვებიდან და ფოთლებიდან.

პარკოსანი კულტურების ფესვებთან ბინადრობენ აზოტის შემგროვებელი ბაქტერიები და შესაბამისად სხვა კულტურების ზრდას უწევენ სტიმულირებას.

ოხრახუში კარგია თითქმის ყველა კულტურის გარშემო დაითესოს. ხახვი და ნიორი იცავენ სხვადასხვა მწერებისგან...

ასევეა არომატული მცენარეები მაგალითად ზაფრანა, ბაზილიკი, პირნა, როზმარი... ასეთი სახით შერჩეული მცენარეები ურთიერთ დახმარებასთან ერთად ინტენსიურად ავსებენ ბაღს და იძლევიან მაღალ მოსავალს.

კულტურა

შესაძლო თანაცხოვრება

სასარგებლო ზემოქმედება

არასასურველი მეზობლობა

კარტოფილი


მინდვრის ლობიო, პარკოსნები, ისპანახი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, სალათი, სიმინდი, ბოლოკი, ქონდარი, პირშუშხა.


პირშუშხა იცავს კარტოფილის ტკიპისგან. პარკოსნები ამდიდრებენ აზოტით და აშინებენ კოლორადოს ხოჭოს.


მზესუმზირა, ჭარხალი, პომიდორი.

კომბოსტო (სახეობები)


კარტოფილი, მინდვრის ლობიო, ნიახური, კამა, სალათი, ისპანახი, ვარდკაჭკაჭა, არომატული ბალახები: პიტნა, როზმარი; პრასი, ჭარხალი, კიტრი, მანგოლდი, კარტოფილი


ნიახური იცავს მიწის რწყილისგან; კამა აფრთხობს ჩრჩილს და მატლებს, სალათი იცავს მიწის რწყილისგან; არომატული ბალახები კვერცხისმდებელი პეპლებისგან; პრასი აფრთხობს კომბოსტოს მატლს


პომიდორი, ოხრახუში, ნიორი, ყურძენი არ იყოს ახლოს.

კიტრი


ლობიო, პარკოსნები, ნიახური, ჭარხალი, ბოლოკი, სალათი, კომბოსტო, ნიორი, ხახვი, მწვანე ხახვი, თალგამი, ისპანახი, ფენხელი, კამა.


თალგამი იცავს მწერებისგან, აუმჯობესებს გემოს, აუმჯობესებს ნიადაგს

პომიდორი

პომიდორი

ნიახური, ოხრახუში, სალათები, ისპანახი, მინდვრის ლობიო, ბოლოკი, თალგამი, ნიორი, სიმინდი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, მწვანე ხახვი, არომატული ბალახები- პიტნა, მელისა, ბაზილიკი

აუმჯობესებს ნაყოფის ხარისხს, აგრძელებს შენახვის ვადებს, აფრთხობს მავნებლებს

კიტრი, კარტოფილი, კოლრაბი, ფენხელი, კამა

ბადრიჯანი

მინდვრის ლობიო, ხახვი, სალათი, ისპანახი

აუმჯობესებს ნიადაგის ხარისხს, აფრთხობს კოლორადოს ხოჭოს

ცუდად იტანს ნებისმიერ მეზობელ მცენარეს , ურჩევნია მარტოობა

ხახვი

სტაფილო, ჭარხალი, სალათი, ბოლოკი, კიტრი, ისპანახი, არომატუი ბალახები

ხელს უწყობს ზრდას, სტაფილო აფრთხობს ხახვის ბუზს

პარკოსნები, კომბოსტო

ნიორი

პომიდორი, ჭარხალი, სტაფილო, კიტრი, მარწყვი

აფრთხობს მავნებლებს, აქვს ზოგადგამაჯანსაღებელი ეფექტი


პარკოსნები, კომბოსტო

სტაფილო

ბარდა, ხახვი, პომიდორი, ნიორი, მწვანე ხახვი, ისპანახი, ბოლოკი, თალგამი, სალათი, მანგოლდი, ჭარხალი, არომატული ბალახები

აფრთხობს სტაფილოს ბუზს,

კამა

ჭარხალი

პომიდორი, მინდვრის ლობიო, ისპანახი, ხახვი, კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, სტაფილო, სალათი, კოლრაბი, ნიორი, კიტრი, ძირხვენიანი ნიახური

ურთიერთ სტიმულირება, ჭარხლის ფესვი გამოყოფს ანტიბიოტიკურ ნივთიერებებს და აჯანსაღებს ნიადაგს და სხვა კულტურებს

კარტოფილი, სიმინდი, მანგოლდი, მწვანე ხახვი

სალათი

პომიდორი, კიტრი, ლობიო, მწვანე ხახვი, ისპანახი, მარწყვი, ბარდა, კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, ხახვი

ხახვი აფრთხობს ჩრჩილს, იქმნება მცენარისთვის სასარგებლო პირობები

ჭარხალი, სტაფილო, ჩრდილის შემქმნელი მცენარეები

ლობიო

ბოლოკი, პომიდორი, ნიახური, სიმინდი, კიტრი, კარტოფილი, ჭარხალი, კომბოსტო, ისპანახი, სალათი, გოგრა

ხახვი, ნიორი, პირშუშხა, ფენხელი

ასევე მნიშვნელოვანია თესვისას ქარის მიმართულებისა და მზის მდებარეობის გათვალისწინება მიწის ნაკვეთის მიმართ, ნიადაგის სტრუქტურა და სხვა


სათბურში გამოყენებულია თხევადი ორგანული სასუქი ”ორგანიკა”