საქმე იმაშია, რომ კვების პრობლემა ჩვენს ყოფაში არის უმთავრესი. გავიხსენოთ რას ვჭამთ ყოველდღიურად: ნახევარფაბრიკატები, გაყინული ხორცი ( რომელიც შემოტანილია და ძალიან დიდი ალბათობით გენმოდიფიცირებული), პური რომელიც საფუარით და დანამატებითაა სავსე, კვერცხი - ეს ძალიან დიდი თემაა და თუ დაინტერესდებით ნახავთ რომ ამის ჭამა არ შეიძლება, ბოსტნეული და ხილი რომლებიც ნიტრატებითაა სავსე, რძის ნაწარმი რომელიც აბსოლიტურად ხელოვნურია.
ადამიანი როგორც ცოცხალი არსება და ბუნების შვილი, აღარ იკვებება ბუნებისაგან ბოძებული საკვებით. ამის ფონზე იზრდება დაავადებათა რაოდენობა და დაავადებულთა რიცხვი მაგალითად ალერგიები ეს არის ორგანიზმის პროტესტი უვარგის საკვებზე, ონკოლოგია როდესაც პროტესტის ძალა ორგანიზმს აღარ რჩება და იძულებულია დანებდეს, უშვილობა ( ძალიან ხშირია ჩემს გარშემო შემთხვევები როდესაც კვების მოწესრიგება ამ პრობლემას ხსნის).
ჩემის აზრით ხელოვნური საკვებით ცხოვრება დიდი ექსპერიმენტია რომლის შედეგებს უკვე ვიმკით. ცნობილია, რომ კვება პირდაპირაა დაკავშირებული ადამიანის ემოციურ მდგომარეობასთან, ჯანსაღი ფიზიოლოგია ჯანსაღ აზრებს წარმოშობს, ნაკლებია დეპრესია, უიმედობა და პირიქით.
ძალიან კარგი მაგალითია ავსტრიელი ბიო ფერმერის - ზეპ ხოლცერის დაკვირვება, რომელმაც თავის დიდ მამულში მრავალფეროვნებისთვის გაიჩინა ფოცხვერი , და მტაცებელ ცხოველს საჭმელად ფერმის ქათმები მოუყვანა. ფოცხვერმა რამდენიმე ქათამი გაგლიჯა და მიაგდო, ასეთი ქცევა თავდაპირველად უცნაური იყო, თუმცა აი მერე რა მოხდა - დარჩენილი ქათმები ბუნებაში გაჯანსაღდნენ სუფთა ჰაერითა და სუფთა საჭმელით და რამოდენიმე კვირაში როდესაც მათი ორგანიზმი ფერმის ხელოვნური დანამატებისგან გაიწმინდა ფოცხვერის გემრიელ ნადავლად იქცნენ.
საკუთარი ხელით მოწეული მცირე მოსავალიც კი მარგებელია ადამიანისთვის, და ამის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია, თუნდაც ქალაქში, აივანზე მწვანილის და რამოდენიმე ბუჩქი სალათის მოყვანა. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო და აზარტულია დათესვიდან მოსავლის მიღებამდე.
ბიო მეურნეობა გულისხმობს ბაღის ისეთ მოწყობას, როდესაც ადამიანი მინიმალურად ერევა ბუნების გასაკეთებელ საქმეში. სარეველა ბალახები, მავნე მწერები და მცენარის სოკოვანი დაავადებები ბუნების პასუხია ადამიანს უგუნურ ქმედებაზე. რათქმაუნდა ბუნება ამით შურს არ ძიობს, პირიქით ის ცდილობს გაფუჭებულის გამოსწორებას ყველაზე მოკლე და ეფექტური გზით. ამიტომ ბუნებასთან, თანამშრომლობა უფრო მომგებიანია ვიდრე ბრძოლა.
პერსპექტივას რაც შეეხება - ტრადიციული ქიმიური მიმართულება სოფლის მეურნეობაში არაეფექტურია, წლიდან წლამდე სულ მეტი ქიმიის შეტანაა საჭირო ნიადაგში ხოლო მოსავლიანობა კლებულობს. საქართველოში უკვე გვაქვს, ერთდროს ნაყოფიერი მიწები რომლებიც უნაყოფო გახდა არასწორი მეთოდების გამო.
ბიოლოგიური მეთოდებით კი, მოსავლიანობა წლიდანწლამდე იზრდება, ხოლო დანახარჯი არის გაცილებიტ ნაკლები ქიმიურთან შედარებით. საქართველო მცირე მიწიანი აგრარული ქვეყანაა ძალიან ლამაზი ბუნებით და უამრავი მიკროკლიმატური ზონით, ვფიქრობ რომ არაეფექტური ქიმიური მეურნეობებისთვის მიწებს არ უნდა ვწირავდეთ.
მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს გამოცდილება და ყველა საჭირო ინსტრუმენტი. გახდით ბიო მეურნეები ისწავლეთ ეს საინტერესო სფერო. და ნებისმიერთან ვიმეგობრებთ ვისაც სურვილი აქვს ამ მიმართულებით წავიდეს.