четверг, 28 апреля 2011 г.
суббота, 16 апреля 2011 г.
საკონტროლოდ კარტოფილი დავთესეთ ტრადიციულად ( მულჩის გარეშე) იმ სხვაობით რომ, კვალი გაკეთებულია მახალ ბაძოზე.
საინტერესოა სად უფრო უკეთესი შედეგი იქნება.
მულჩაში დათესილზე ველოდებით, რომ გვალვის დროს ნაკლებად დასჭირდება მორწყვა და უფრო მეტი მოსავალი უნდა მოგვცეს, არ იქნება სარეველა და ნაკლებად უნდა იყოს კოლორადოს ხოჭო.
გამოვიყენეთ სასუქი "ორგანიკა"
ვნახოთ...
вторник, 5 апреля 2011 г.
თხევადი ორგანული სასუქი "ორგანიკა"
- სასუქი, ის ნივთიერება რასაც მცენარე ითვისებს ფოთლიდან და ფესვიდან. "ორგანიკა" ში ორგანული მასა დაყვანილია იმ ფორმამდე რასაც შემდგომი გადამუშავება არ სჭირდება და მცენარე უმალვე ითვისებს. ამიტომ შესაძლებელია ფოთოლზე მისხურება და სწრაფი შედეგის მიღება.
- ბაქტერიული მასა რომელიც ნიადაგში ქმნის ყველა იმ დამატებით ნივთიერებას, რაც მცენარეს ესაჭიროება.
суббота, 2 апреля 2011 г.
რა საჭიროა თესლბრუნვა
თესლბრუნვა ხელს უწყობს ნიადაგში საკვები ნივთიერებების ბალანსის შენარჩუნებას.
ბოსტნეული კულტურების განვითარებისთვის საჭიროა შესაბამისი მიკროელემენტების სიმრავლე ნიადაგში. მაგალითად ფოთლოვან კულტურებს უფრო მეტად ესაჭიროებათ აზოტი, ძირხვენებს– ფოსფორი და ნაყოფის მომცემებს კალიუმი. ამიტომ წლიდან წლამდე ერთი ტიპის კულტურების თესვა ერთ მიწის ნაკვეთზე იწვევს ნიადაგის გამოფიტვას და ამათუიმ ელემენტის დეფიციტს. ამისგან რომ თავი დავიცვათ საჭიროა ყოველწლიური თესლბრუნვა.
ერთი ოჯახის მცენარეების თესვა ერთ მიწაზე ასევე იწვევს მავნებელი მწერების სიმრავლეს და იმ დაავადებებს აძლიერებს რომლებიც აზიანებენ კონკრეტული ოჯახის მცენარეებს.
აქ მოცემულია როტაციის ცხრილი: ა) ოჯახების და ბ) ჯგუფების მიხედვით
ა)
წელი | გაზაფხული | შემოდგომა |
1 | ძაღლყურძენასებრნი, კარტოფილის გარდა (პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა). გოგრისებრნი (კიტრი, ყაბაყი, გოგრა, ნესვი, საზამთრო და სხვა.) | ხახვი, პრასი და ნიორი |
2 | პარკოსნები (ლობიო, ცერცვი, მუხუდო...) | პარკოსნები (როგორც სიდერატი სიდერატები) |
3 | კომბოსტოს სახეობები მრავალწლიანების გარდა, ძირხვენების ჩათვლით (ბოლოკი, თალგამი...). სალათის ფოთლები | კომბოსტოს სახეობები |
4 | ქოლგოსნები (სტაფილო, პასტერნაკი, ნიახური). ჭარხალი, ისპანახი, მანგოლდი. სალათის ფოთოლი. | ჭვავი (როგორც სიდერატი) |
ბ)
წელი | გაზაფხული | შემოდგომა |
1 | ნაყოფიანი კულტურები (პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, კიტრი, ყაბაყი, გოგრა.) | სიდერატები (ჭვავი,).ძირხვენები (ხახვი, ნიორი). |
2 | ძირხვენები (თალგამი, სტაფილო, ბოლოკი, ძირხვენიანი ნიახური, კარტოფილი და სხვა) | |
3 | პარკოსნები | სიდერატები (პარკოსნები) |
4 | ფოთლოვანი კულტურები (კომბოსტოს სახეობები, სალათის ფოთლი, ისპანახი, მწვანილი, მწვანე ხახვი, პრასი და სხვა.). |
კარტოფილის თესვა მულჩაში.
გუშინ დავთესე კარტოფილი თივის ქვეშ მაღალ კვალზე. ეს კვალი გავაკეთეთ შარშან გაზაფხულზე და ახლა უბრალოდ მოვჭერი ამოსული სარეველა სპეციალური ინსტრუმენტით. ნიადაგს მოვასხურე თხევადი ორგანული სასუქი "ორგანიკა"