пятница, 20 апреля 2012 г.

სალათის ფურცელი. (Lactuca sativa L)



ეს მცენარე ძალიან სასარგებლოა - აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სისხლის შემადგენლობას, აჩქარებს იარების შეხორცებას, დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, არეგულირებს მაღალ წნევას, ორგანიზმიდან გამოჰყავს ქოლესტერინი და მრავალი სხვა. გარდა ამისა უგემრიელესია და ნებისმიერს შეუძლია დათესოს და მოიყვანოს საკუთარ აივანზეც კი.

სალათი ყინვა გამძლეა და ამიტომ ზამთარში ცელოფანის ქვეშ შეიძლება მოყვანა, თუმცა ნორმალური განვითარებისთვის 15 -20 გრადუსი სჭირდება. დიდი სიცხის პირობებში  მწარდება და თესლის გამოტანას იწყებს, ამიტომ სალათი ითესება გაზაფხულზე და შემოდგომით, არსებობს ზაფხულის ჯიშებიც ამიტომ თესლის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ საზაფხულო ჯიშია თუ ზამთრის. ასევე უმჯობესია რომ სალათის თესლი იყოს ახალი და არა 2-3 და მეტი წლის. ეს ინფორმაცია ყველა მწარმოებელს უწერია შეფუთვაზე ამიტომ უმჯობესია შეიძინოთ ქარხნული შეფუთვით.

სალათა ითესება 1 სმ. სიღრმეზე პირდაპირ გრუნტში - ამ შემთხვევაში საჭიროა შემდგომი გამოხშირვა - ან ხდება ჩითილის გამოყვანა და შემდეგ გადარგვა.  მცენარეებს შორის დაშორება უნდა იყოს 20-25 სმ. სალათი ორგვარია, ფოთლოვანი და თავიანი. ფოთლოვანს მწიფე ფოთოლი ეცლება ეტაპობრივად. თავიანი სალათი ან იჭრება ძირში, ან ითხრება.



სალათთან ერთად შეიძლება დაითესოს - მწვანე ხახვი, ისპანახი, კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, ხახვი. ამას შერეული  თესვა ეწოდება და ამ შემთხვევაში მცენარე უფრო გამძლე ხდება დაავადებებისა და მავნებლების მიმართ.
















P.S. ეს სურათები  ჩვენი სათბურებიდანაა მიუხედავად იმისა, რომ გვიანი შემოდგომაა და ცივა, სალათი მშვენივრად გრძნობს თავს. ბოლო სურათზე ჩანს სალათი და ბოლოკი ერთად.

понедельник, 2 апреля 2012 г.

სასუქი ”ორგანიკა”


ჩითილის გამოყვანა, გადარგვა

ნებისმიერი მცენარის ზრდა, განვითარებისათვის მთავარია სინათლე და სივრცე. კარგი ჩითილი, ძლიერი მცენარეა - მუქი მწვანე ფერის , მსხვილი ღეროთი და კარგად გატოტილი სიგანეში. წვრილ ღეროიანი მაღალი და მკრთალი მცენარე კარგ მოსავალს ვერ მოგვცემს. ამიტომ შევქმნათ შესაბამისი პირობები. თუ ჩითილი სახლში გამოგვყავს უნდა ვუზრუნველყოთ 12 საათიანი დღის სინათლით და მინიმალური ტემპერატურა  15 გრადუსზე დაბლა არ უნდა დაეცეს.



ჩითილის გადატანას (2-3 ნამდვილი ფოთლის ფაზაში) ადვილად უძლებს პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი  რომლებსაც გადატანისას უკეთებენ ”პიკირებას” - ძირითადი ფესვის 1/3 აჭრიან და ღია გრუნტზე რგავენ ღრმად, ისე რომ ფოთლები ახლოს იყოს ნიადაგთან, მაგრამ არ ეხებოდეს. ამ დროს მიწაში მყოფ ღეროც ანვითარებს ფესვებს და იზრდება მოსავლიანობა.





კიტრს რაც შეეხება იგი ბევრად ფაქიზია და ღია გრუნტზე გადატანა უმჯობესია ტორფის ან ქაღალდის ჭიქიანად, რათა ფესვმა არ მიიღოს სტრესი. იგივე შეიძლება ითქვას გოგრაზე, ნესვზე, ყაბაყზე, პატისონზე.

პომიდორს და მის ნათესავებს არ უნდათ ხშირი რწყვა, მაგრამ ნიადაგი არ უნდა შეშრეს. კიტრს, გოგრას, ნესვს და ა.შ. პირიქით ხშირი რწყვა უნდა.



იმისათვის, რომ მივიღოთ კარგი მოსავალი, ნაყოფის მომცემი მცენარე ზრდის პერიოდში უნდა ”შევაწუხოთ” მივაყენოთ მცირე სტრესი. ამ დრომ მცენარეს ჰგონია, რომ შეიძლება მოკვდეს და ცდილობს გამოიტანოს რაც შეიძლება ბევრი ნაყოფი (თესლი) და დატოვოს შთამომავლობა. საუბარია იმ მცენარეებზე, რომლის ნაყოფიც გვაინტერესებს (კიტრი, პომიდორი, ხეხილი...) .  ამ შემთხვევაში, პირველი ყვავილებიანი და ნაყოფიანი ნამხრევები უნდა შევაცალოთ, და გაცილებით მეტ ნაყოფს მივიღებთ ვეგეტაციის პერიოდში. ალბათ გექნებათ  გაგონილი ხეხილის ჯოხით ცემა , დაშინება, ზოგჯერ მერქანზე ცულსაც ჩაარტყამდნენ ხოლმე ან ფოლადის რკალს უკეთებდნენ და უნაყოფო მცენარე კარგ მოსავალს იძლეოდა. სწორედ ამ მეთოდზეა საუბარი, ჩვენმა წინაპრებმა ბევრი რამ იცოდნენ.
განსხვავებით იმ მცენარეებისა რომელთაგანაც გვინდა ფოთოლი ან ძირხვენა ( კომბოსტო, სალათი, მწვანილი, კარტოფილი...) - მათ უნდა შევუქმნათ კარგი პირობები ზრდის პერიოდში, რომ ნაადრევად არ გამოიტანონ თესლი.
ყველა ეტაპზე - თესლის დამუშავება, ჩითილის გადატანა და შემდგომი გამოკვება, გამოიყენეთ სასუქი ”ორგანიკა” და მიიღებთ გაცილებით მეტ და გემრიელ მოსავალს. რაც მთავარია - მცენარეს იმუნიტეტნი ისე გაუძლიერდება, რომ დაავადებების რისკი იქნება მინიმალური, და  მის დასაცავად შხამ ქიმიკატებს აღარ გამოიყენებთ.

გაორმაგებულ მოსავალს მივიღებთ თუ გამოვიყენებთ მულჩირებას და წვეთოვანი მორწყვის სისტემას.