вторник, 27 марта 2012 г.

ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად

გთავაზობთ სურათებს ტრენინგიდან  ბიო მეურნეობების შესახებ. 

მონაწილეობდა ფონდი ”ტასო” და აფხაზინტერკონტი”

ეს არიან ადამიანები სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებმაც შარშან გააკეთეს პირველი ნაბიჯები ეკოლოგიური სოფლისმეურნეობისაკენ და იყო შესანიშნავი შედეგები, ზოგისთვის პატარა შეცდომებით, თუმცა ძალიან დიდი იმედებით და შემართებით იწყებენ ახალ სეზონს. 
სემინარს ესწრებოდნენ მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორი და მისი მოადგილე - ბატონი შაქრო ყანჩაველი და ბატონი კარლო კიკორია.




воскресенье, 25 марта 2012 г.

ორგანიკის ეფექტი ხორბალზე





ორგანიკის ეფექტი ხორბალზე:

1.     საკონტროლო
2.    ”ორგანიკა”  5 ლიტრი 1 ჰექტარზე.
3.    ”ორგანიკა” 10 ლიტრი 1 ჰექტარზე

სურათი გადაღებულია 25.03.2012.
დედოფლის წყარო.

суббота, 24 марта 2012 г.

საკომპოსტე


ეს არის საკომპოსტე, სადაც იყრება ნებისმიერი ორგანული ნარჩენი რაც შეიძლება ოჯახს დარჩესგარკვეული პერიოდის შემდეგ ის გადაიქცევა კომპოსტად, რომელიც ჯობია ნებისმიერ სასუქს თავისი მდიდარი შემადგენლობით. კომპოსტის გამოყენებით ძალიან მატულობს მოსავლიანობა და მოსავლის გემოვნური თვისებები. ასე რომ შესაძლებელია ნაგავის დიდი ნაწილი არ გადაიყაროს და გაგვიწიოს ძალიან კარგი სამსახური.


აქ ნაჩვენებია თუ როგორ ხდება კომპოსტირება - უამრავი ჭიაყელა რომელიც გადაამუშავებს ნარჩენს და მოგვცემს უამაღლეს სასუქს. კომპოსტირების დასაჩქარებლად გამოიყენეთ სასუქი ”ორგანიკა”  

среда, 21 марта 2012 г.

სემინარი კომპანია "Collors Of Life" ის ქართველ კლიენტებთან

დღეს "Collors Of Life" ის კლიენტებისთვის ჩავატარე სემინარი ბიოლოგიური პროდუქტების წარმოების შესახებ, შევეხეთ მრავალ საკითხს ამ თემის გარშემო და ვფიქრობ ძალიან საინტერესო საღამო გამოგვივიდა.




ეს საკითხი აქტუალურია საზოგადოებაში და ხალხისთვის სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ვფიქრობ დღეს ბევრმა სხვა თვალით შეხედა მიწას და ბუნებას.
დიდი მადლობა გია შელიას და ირმა კუჭავას მიწვევისთვის.

пятница, 16 марта 2012 г.

რატომ ბიო მეურნეობა.



საქმე იმაშია, რომ კვების პრობლემა ჩვენს ყოფაში არის უმთავრესი. გავიხსენოთ რას ვჭამთ  ყოველდღიურად: ნახევარფაბრიკატები, გაყინული ხორცი ( რომელიც შემოტანილია და ძალიან დიდი ალბათობით გენმოდიფიცირებული), პური რომელიც საფუარით და დანამატებითაა სავსე, კვერცხი - ეს ძალიან დიდი თემაა და თუ დაინტერესდებით ნახავთ რომ ამის ჭამა არ შეიძლება, ბოსტნეული და ხილი რომლებიც ნიტრატებითაა სავსე, რძის ნაწარმი რომელიც აბსოლიტურად ხელოვნურია.

ადამიანი როგორც ცოცხალი არსება და ბუნების შვილი, აღარ იკვებება ბუნებისაგან ბოძებული საკვებით. ამის ფონზე იზრდება დაავადებათა რაოდენობა და დაავადებულთა რიცხვი მაგალითად ალერგიები ეს არის ორგანიზმის პროტესტი უვარგის საკვებზე, ონკოლოგია როდესაც პროტესტის ძალა ორგანიზმს აღარ რჩება და იძულებულია დანებდეს, უშვილობა ( ძალიან ხშირია ჩემს გარშემო შემთხვევები როდესაც კვების მოწესრიგება ამ პრობლემას ხსნის).
 ჩემის აზრით ხელოვნური საკვებით ცხოვრება დიდი ექსპერიმენტია რომლის შედეგებს უკვე ვიმკით. ცნობილია, რომ კვება პირდაპირაა დაკავშირებული ადამიანის ემოციურ მდგომარეობასთან, ჯანსაღი ფიზიოლოგია ჯანსაღ აზრებს წარმოშობს, ნაკლებია დეპრესია,  უიმედობა და პირიქით.
ძალიან კარგი მაგალითია ავსტრიელი ბიო ფერმერის - ზეპ ხოლცერის  დაკვირვება, რომელმაც თავის დიდ მამულში მრავალფეროვნებისთვის გაიჩინა ფოცხვერი , და მტაცებელ ცხოველს საჭმელად ფერმის ქათმები მოუყვანა. ფოცხვერმა რამდენიმე ქათამი გაგლიჯა და მიაგდო, ასეთი ქცევა თავდაპირველად უცნაური იყო, თუმცა აი მერე რა მოხდა - დარჩენილი ქათმები ბუნებაში გაჯანსაღდნენ სუფთა ჰაერითა და სუფთა საჭმელით და რამოდენიმე კვირაში როდესაც მათი ორგანიზმი ფერმის ხელოვნური დანამატებისგან გაიწმინდა ფოცხვერის გემრიელ ნადავლად იქცნენ.

საკუთარი ხელით მოწეული მცირე მოსავალიც კი მარგებელია ადამიანისთვის, და ამის გაკეთება ნებისმიერს შეუძლია, თუნდაც ქალაქში, აივანზე მწვანილის და რამოდენიმე ბუჩქი სალათის მოყვანა.  ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო და აზარტულია დათესვიდან მოსავლის მიღებამდე.

ბიო მეურნეობა გულისხმობს ბაღის ისეთ მოწყობას, როდესაც ადამიანი მინიმალურად ერევა ბუნების გასაკეთებელ საქმეში. სარეველა ბალახები, მავნე მწერები და მცენარის სოკოვანი დაავადებები ბუნების პასუხია ადამიანს უგუნურ ქმედებაზე. რათქმაუნდა ბუნება ამით შურს არ ძიობს, პირიქით ის ცდილობს გაფუჭებულის გამოსწორებას ყველაზე მოკლე და ეფექტური გზით. ამიტომ ბუნებასთან, თანამშრომლობა უფრო მომგებიანია ვიდრე ბრძოლა.

პერსპექტივას რაც შეეხება - ტრადიციული ქიმიური მიმართულება სოფლის მეურნეობაში არაეფექტურია, წლიდან წლამდე სულ მეტი ქიმიის შეტანაა საჭირო ნიადაგში ხოლო მოსავლიანობა კლებულობს. საქართველოში  უკვე გვაქვს, ერთდროს ნაყოფიერი  მიწები რომლებიც უნაყოფო გახდა არასწორი მეთოდების გამო.

 ბიოლოგიური მეთოდებით კი, მოსავლიანობა წლიდანწლამდე იზრდება, ხოლო დანახარჯი არის გაცილებიტ ნაკლები ქიმიურთან შედარებით.  საქართველო მცირე მიწიანი აგრარული ქვეყანაა ძალიან ლამაზი ბუნებით და უამრავი მიკროკლიმატური ზონით, ვფიქრობ რომ არაეფექტური ქიმიური მეურნეობებისთვის მიწებს არ უნდა ვწირავდეთ.

მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს გამოცდილება და ყველა საჭირო ინსტრუმენტი. გახდით ბიო მეურნეები ისწავლეთ ეს საინტერესო სფერო.  და ნებისმიერთან ვიმეგობრებთ ვისაც სურვილი აქვს ამ მიმართულებით წავიდეს.


среда, 14 марта 2012 г.

ყველას მოგესალმებით, სულ მალე მიწასთან მუშაობა დაიწყება. მართალია ზამთარი ძალიან გაიწელა და ეს საკითხი ალბათ ყველას გაღელვებთ. თუმცა მკაცრი ზამთარი ყოველთვის კარგი მოსავლის წინამორბედია და მეც თქვენთან ერთად კარგ მოსავალს ველოდები :)
ერთის მხრივ ნიადაგი მეტი წყლის აღებას შეძლებს, დიდხანს გაჰყვება და მცენარე  დარბილებულ ნიადაგში ფესვთა სისტემა უკეთ განავითარებს - რათქმაუნდა სწორი მეთოდების გამოყენების შემთხვევაში - ხოლო მეორეს მხრივ ძლიერი ყინვა მავნებლების კარგი პროფილაქტიკაა. 


წელს ვეცდები მეტი დავწერო ბიოლოგიურ სოფლის მეურნეობაზე და პერმაკულტურის მეთოდებზე - რომელიც ერთადერთი გამოსავალია იმ ჩიხიდან სადაც სოფლის მეურნეობა და ეკოლოგია იმყოფება, არამარტო საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში. როგორ შევძლოთ მიწასთან ურთიერთობა ისე, რომ ყოველი ბაღში გასვლა ზეიმი იყოს და მინიმალური - სასიამოვნო შრომით მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს მოსავლისა და შემოსავლის ზრდის სახით. ეს იმდენად საინტერესო და აზარტულია, რამდენადაც სასარგებლო როგორც ადამიანის სხეულისთვის ასევე მისი ამაღლებული განწყობისათვის. ბევრისგან მსმენია, რომ ბაღში იძულებით მიდის, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვს. თუმცა თავს არიდებს ახალი გზებისა და მეთოდების ძიებას და წლიდან წლამდე ერთი და იგივე ქმედებით ერთ ადგილს ტკეპნის და იმისი დრო არ აქვს, რომ წიგნი წაიკითხოს ან წარმატებულ მეურნეს ჰკითხოს და სწორი გზით წავიდეს. მაგალითად რა უფრო უკეთესია? - 1000 ძირი პომიდორი დარგო და თითო ძირზე 4 კილოგრამი აიღო თუ 400 ძირი დარგო და თითო ძირზე 8-10 კგ. აიღო? მეორე შემთხვევაში ხომ ფინანსური და შრომითი დანახარჯი გაცილებით უფრო ნაკლებია, და შესაბამისად მოგება მეტი.
იმის ნაცვლათ რომ ბევრი ვიმუშაოთ ფიზიკურად, მე გთავაზობთ სწორად დავგეგმოთ ცოტა გონება დავძაბოთ და საუკეთესო გამოსავალი მოვძებნოთ არსებული  სიტუაციიდან. დამიჯერეთ ეს გაცილებით იოლი და სასიამოვნოა. მე აქ შევეცდები დავწერო ის მეთოდები და რჩევები რაც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა ამ ყველაფრის ბარაქად ქცევა თქვენს გამბედაობაზეა დამოკიდებული რადგან ახალი ცოდნის გამოყენებას და ახალი გზით სვლას ყოველთვის გამბედაობა სჭირდება. თქვენთვითონ დააკვირდით წარმატებული მეურნე აუცილებლად რაღაცას განსხვავებულად აკეთებს და ამის არ ეშინია.

P.S. შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები და შევეცდები გიპასუხოთ,  აბა დროებით :)