четверг, 28 апреля 2011 г.

суббота, 23 апреля 2011 г.


ბიო სიმინდი , ჯიში.
გამოყენებულია თხევადი ორგანული სასუქი "ორგანიკა"
ნიადაგი პრაქტიკულად არ არის –  წარმოების ტერიტორიაა.

суббота, 16 апреля 2011 г.





















საკონტროლოდ კარტოფილი დავთესეთ ტრადიციულად ( მულჩის გარეშე) იმ სხვაობით რომ, კვალი გაკეთებულია მახალ ბაძოზე.

საინტერესოა სად უფრო უკეთესი შედეგი იქნება.

მულჩაში დათესილზე ველოდებით, რომ გვალვის დროს ნაკლებად დასჭირდება მორწყვა და უფრო მეტი მოსავალი უნდა მოგვცეს, არ იქნება სარეველა და ნაკლებად უნდა იყოს კოლორადოს ხოჭო.

გამოვიყენეთ სასუქი "ორგანიკა"

ვნახოთ...


















вторник, 5 апреля 2011 г.

თხევადი ორგანული სასუქი "ორგანიკა"

ეს სასუქი შეიქმნა საქართველოში ჩემი მეგობრების მიერ, დავით ჩაჩანიძე და დავით გეგეჩკორი. 4–5 წლის განმავლობაში გაიარა მრავალი ინსტიტუტი და ფერმერის ბაღი, მათ შორიც ჩემი მიწის ნაკვეთიც.
შედეგები ყველგან არის შესანიშნავი!
ერთწლიანი მცენარეები აგრძელებენ ვეგეტაციას და შესაბამისად მეტი მოსავალი მოდის. იმუნიტეტი ძლიერდება და დაავადებებისადმი უფრო გამძლეა. მწერიც ნაკლებად ერჩის. მოწეული მოსავალი გემრიელია და არომატული, რაც ხაზგასასმელია გვარჯილიანი პროდუქტების ფონზე.
ტესტებმა გვაჩვენა, რომ "ორგანიკა" ით მოყვანილ პროდუქტებში ნიტრატების
პრაქტიკულად არ არის. ასევე დაკრეფილი პროდუქტი ძალიან დიდ ხანს ინახება, რაც დიდი უპირატესობაა სინთეტიკური სასუქით მოყვანილ პროდუქტებთან შედარებით. ანუ ფერმერს შეუძლია პროდუქტი მიიტანოს ბაზრამდე და არ გაუფუჭდეს.

"ორგანიკა" ნიადაგში ქმნის ჰუმუსის შრეს და მოსავლის აღების შემდეგაც ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა უმჯობესდება. განსხვავებით სინთეტიკური სასუქებისგან(რომლებიც ნიადაგს ფიტავს და უნაყოფოს ხდის), რაც საქართველოში ძალიან დიდი პრობლებაა და წლიდან წლამდე ნიადაგების დიდი ნაწილი უვარგისი ხდება.

რაც მთავარია "ორგანიკა" ღირს ძალიან იაფი – 6 ლარი 1 ლიტრი.
1 ჰა–ს დასამუშავებლად სეზონზე 10–15 ლიტრია საკმარისი.

სასუქი შედგება ორი ნაწილისგან:
  • სასუქი, ის ნივთიერება რასაც მცენარე ითვისებს ფოთლიდან და ფესვიდან. "ორგანიკა" ში ორგანული მასა დაყვანილია იმ ფორმამდე რასაც შემდგომი გადამუშავება არ სჭირდება და მცენარე უმალვე ითვისებს. ამიტომ შესაძლებელია ფოთოლზე მისხურება და სწრაფი შედეგის მიღება.
  • ბაქტერიული მასა რომელიც ნიადაგში ქმნის ყველა იმ დამატებით ნივთიერებას, რაც მცენარეს ესაჭიროება.
ანუ ნიადაგის სწორი მენეჯმენტის პირობებში დამატებითი მიკროელემენტების შეტანა საჭირო არაა.









სასუქის შეტანა
















ამ სათბურში 4 წელია ნიადაგი არ შეცვლილა.
შეგვაქვს მხოლოდ "ორგანიკა–1"














суббота, 2 апреля 2011 г.

რა საჭიროა თესლბრუნვა


თესლბრუნვა ხელს უწყობს ნიადაგში საკვები ნივთიერებების ბალანსის შენარჩუნებას.

ბოსტნეული კულტურების განვითარებისთვის საჭიროა შესაბამისი მიკროელემენტების სიმრავლე ნიადაგში. მაგალითად ფოთლოვან კულტურებს უფრო მეტად ესაჭიროებათ აზოტი, ძირხვენებს– ფოსფორი და ნაყოფის მომცემებს კალიუმი. ამიტომ წლიდან წლამდე ერთი ტიპის კულტურების თესვა ერთ მიწის ნაკვეთზე იწვევს ნიადაგის გამოფიტვას და ამათუიმ ელემენტის დეფიციტს. ამისგან რომ თავი დავიცვათ საჭიროა ყოველწლიური თესლბრუნვა.

ერთი ოჯახის მცენარეების თესვა ერთ მიწაზე ასევე იწვევს მავნებელი მწერების სიმრავლეს და იმ დაავადებებს აძლიერებს რომლებიც აზიანებენ კონკრეტული ოჯახის მცენარეებს.

აქ მოცემულია როტაციის ცხრილი: ა) ოჯახების და ბ) ჯგუფების მიხედვით


ა)

წელი

გაზაფხული

შემოდგომა

1

ძაღლყურძენასებრნი, კარტოფილის გარდა (პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა). გოგრისებრნი (კიტრი, ყაბაყი, გოგრა, ნესვი, საზამთრო და სხვა.)

ხახვი, პრასი და ნიორი

2

პარკოსნები (ლობიო, ცერცვი, მუხუდო...)

პარკოსნები (როგორც სიდერატი სიდერატები)

3

კომბოსტოს სახეობები მრავალწლიანების გარდა, ძირხვენების ჩათვლით (ბოლოკი, თალგამი...). სალათის ფოთლები

კომბოსტოს სახეობები

4

ქოლგოსნები (სტაფილო, პასტერნაკი, ნიახური). ჭარხალი, ისპანახი, მანგოლდი. სალათის ფოთოლი.

ჭვავი (როგორც სიდერატი)


ბ)

წელი

გაზაფხული

შემოდგომა

1

ნაყოფიანი კულტურები (პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, კიტრი, ყაბაყი, გოგრა.)

სიდერატები (ჭვავი,).ძირხვენები (ხახვი, ნიორი).

2

ძირხვენები (თალგამი, სტაფილო, ბოლოკი, ძირხვენიანი ნიახური, კარტოფილი და სხვა)

3

პარკოსნები

სიდერატები (პარკოსნები)

4

ფოთლოვანი კულტურები (კომბოსტოს სახეობები, სალათის ფოთლი, ისპანახი, მწვანილი, მწვანე ხახვი, პრასი და სხვა.).


აქვე შეიძლება ითქვას, რომ ერთი კულტურით სავსე ნაკვეთი უფრო ადვილი შესამჩნევია მავნებელი მწერებისთვის ვიდრე შერეული ნათესები. შერეული თესვისას გამოიყენება ის მცენარეები რომლებიც ერთმანეთს ეხმარება. ასევე სურნელოვანი ბალახებიც ( მძაფრი სუნი აფრთხობს მწერებს.) ბაზილიკი, ზაფრანა, თამბაქო ...

კარტოფილის თესვა მულჩაში.



გუშინ დავთესე კარტოფილი თივის ქვეშ მაღალ კვალზე. ეს კვალი გავაკეთეთ შარშან გაზაფხულზე და ახლა უბრალოდ მოვჭერი ამოსული სარეველა სპეციალური ინსტრუმენტით. ნიადაგს მოვასხურე თხევადი ორგანული სასუქი "ორგანიკა"
შემდეგ კვალზე დავაფინე ნამჯა 10–15 სმ. ამაზე თხელი ფენა შედეგს არ მომცემს. ნამჯა ინარჩუნებს ტენს დიდი ხნის განმავლობაში და სეზონზე რამდენჯერმე დამჭირდება მორწყვა, აღარ ამოდის სარეველა, არ სჭიუდება ნიადაგს გაფხვიერება, ნამჯის ქვედა ფენა გადადის ნეშომპალაში. შედეგად მრავლდება ჭიაყელა.
შემდეგ დაფენილ ნამჯაში გავაკეთე ორმოები ისე რომ კარტოფილის თესლს შეხება ჰქონდეს ნიადაგთან და ზემოდან დავაყარე ცოტა მიწა. დღეს ვიცოდი რომ წვიმა იქნებოდა და აღარ მოვრწყე.

ერთ კვალზე დავთესე ყოველ 25 სმ–ში, 45 სმ რიგებს შორის. ოთხი კვალი გავაკეთე შახმატურად ყოველ 45 სმ–ში და 45 სმ რიგებს შორის. დავთესე დურმიშხან ყიფიანის მთვარის კალენდრის მიხედვით.

შარშანდელი ბაძო.















მულჩირება